ავტორიტეტულმა ფრანგულმა სარაგბო გამოცემა „მიდი ოლიმპიკმა“ ტოპ 14-ის მორიგი ტურის ტრადიციული სიმბოლური ნაკრები შეადგინა. გამოცემის ექსპერტების რჩეულთა შორის ბირჯღალოსანი ამ ჯერზეც მოხვდა. მე-9 ტურის საუკეთესოთა თხუთმეტეულში მარჯვენა ბურჯის პოზიციაზე „კასტრისა“ და საქართველოს ნაკრების ფორვარდი ლევან ჩილაჩავა გამწესდა.
„ბრივთან“ 23:22 მოგებული შეხვედრის 28-ე წუთზე 30 წლის ქართველმა გუნდის შეტევა ლელოთი დაარულა. აღსანიშნავია, რომ ტრავმის მერე მწყობრში ჩამდგარმა ჩილაჩავამ მიმდინარე სეზონში პირველად დაიწყო მატჩი „კასტრის“ სასტარტო შემადგენლობაში. შედეგი – ლელო და ტურის სიმბოლური. ესაა გზავნილი „კასტრისა“ და ბორჯღალოსნების ხელმძღვანელებს – მაღალკვალიფიციური ბურჯი ჩვეულ ფორმას იბრუნებს.
ავტორის პროფილი
- სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური14/09/2026 | 14:01კაპიტნები, დებიუტანტები, ლელოები…
აქეთურ-იქითური07/09/2026 | 23:08შოკი შვანგირაძისგან
რაგბი05/09/2026 | 13:33ევროპის ტოპ-ლიგაში 42 ქართველია
აქეთურ-იქითური29/08/2026 | 20:22ტური 6 დებიუტით
