„მანჩესტერ იუნაიტედის’’ პორტუგალიელი მწვრთნელი რუბენ ამორიმი სამსახურიდან გაუშვეს. როგორც „სანი’’ წერს, მისი მოხსნის მთავარი მიზეზი კლუბის ხელმძღვანელებთან დაპირისპირება იყო. ამორიმმა მანჩესტერელთა დირექტორატი „ლიდეს იუნაიტედთან’’ 1:1-ის შემდეგ გააკრიტიკა. 40 წლის ამორიმმა პრესასთან დაიჩივლა, რომ ის კლუბში მენეჯერის თანამდებობაზე მივიდა და არა მხოლოდ მწვრთნელად. ამით ის მოთამაშეების შერჩევასა და ყიდვაში მეტ მონაწილეობას ითხოვდა. კერძოდ მან ფეხბურთის დირექტორი...
ჭდე: რუბენ ამორიმი
მანჩესტერ იუნაიტედი ძლიერია, საშუალო თუ სუსტი?
„იმედგაცრუებული და გაბრაზებული ვარ. მხოლოდ ამის თქმა შემიძლია’’, ― ასე აღწერა თავისი განცდები „მანჩესტერ იუნაიტედის’’ პორტუგალიელმა მწვრთნელმა რუბენ ამორიმმა „ვესტ ჰემთან’’ 1:1-ის შემდეგ. ზუსტად ეს სიტყვები თქვა გუნდის ლეგენდარულმა კაპიტანმა როი კინმაც. კინი: „სიტყვა, რომელსაც ახლა ყველა იმეორებს არის იმედგაცრუება. მე ამ გუნდის არ მწამს, არ მჯერა. გოლების გატანა იცის, მაგრამ დაცვასა და ნახევარდაცვაში უზარმაზარი...
Obrigado და ორშაბათიდან მანჩესტერში
„სპორტინგმა’’ „მანჩესტერ სიტის’’ 4:1 მოუგო. შეხვედრის დაწყებამდე კი ლისაბონელი გულშემატკივარი თავისი გუნდის 39 წლის მწვრთნელს რუბენ ამორიმს უზარმაზარი ბანერით გამოემშვიდობა. ბანერზე ეწერა Obrigado ანუ გმადლობთ. ეს გახლდათ ამორიმის ბოლო შეხვედრა „სპორტინგის’’ მწვრთნელის რანგში. ორშაბათიდან ის მუშაობას „მანჩესტერ იუნაიტდში’’ განაგრძობს. ინგლისური გაზეთი „სანი’’ ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ქომაგებმა ამორიმი სხვაგან გადასვლის გამო მოღალატედ კი არ...
ჩახუტება 0:5 წაგების მერე
ლისაბონის „სპორტინგის“ მწვრთნელმა რუბენ ამორიმმა ჩემპიონთა ლიგაში „მანჩესტერ სიტისთან“ 0:5 წაგების მერე საინტერესო რამ თქვა: „მინდა, რომ ჩემს ფეხბურთელებს ჩავეხუტო. მათ ყველაფერი გააკეთეს, მთელი ძალები შეალიეს თამაშს. არ დაგვავიწყდეს, ვის წინააღმდეგ ვთამაშობდით. დრო გვჭირდება, რათა უფრო ძლიერად ვითამაშოთ. ჯერ პორტუგალიის ჩემპიონობით, მერე კი ჩემპიონთა ლიგაში ასეთი კარგი თამაშით დიდი ნაბიჯი გადავდგით, შარშანდელთან შედარებით ეს დიდი...



