„პარი სენ ჟერმენისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ამხანაგური შეხვედრა (1:1) დიდი ტემპითა და სანახაობით არ გამოირჩეოდა, მაგრამ იმას, რაც გულშემატკივარმა რამდენიმე დღის წინ მალიორკაზე ნახა, (0:3) სჯობდა. ჩვენ უპირველეს ყოვლისა ხვიჩა კვარაცხელიას თამაში გვაინტერესებს, რომელიც ფრანგულ საიტ maxifoot-ს ზუსტად აქვს აღწერილი:
„პსჟ-ს ჩინებული სტარტის დროს ძალიან მოწადინებული იყო. პირველი გოლის ეპიზოდში დრო ფერნანდესს მიაწოდა დროული პასი (პრე-ასისტი), შემდეგ კი ჰიტონს დაურტყა დაბლა, კუთხეში, მაგრამ მეკარემ მოიგერია. მოგვიანებით ეიდენ ჰევენი ეუხეშა ძალიან და ამის შემდეგ ნაკლებად შესამჩნევი გახდა. უპირატესობას თანდათანობით „მანჩესტერ იუნაიტედი“ ეუფლებოდა. შესვენების შემდეგ კვარაცხელია კიდევ უფრო შეუმჩნეველი იყო, თუმცა პარიზელთა ყველაზე სახიფათო მომენტი მაინც მან შექმნა: შუიდან შერბენის შემდეგ ნდჯანტუს მიაწოდა კარგი პასი. საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ საინტერესოდ ითამაშა, მაგრამ საუკეთესო ფორმიდან შორს არის“.
ანგარიში მე-2 წუთზე გახსნა იბრაჰიმ მბაიემ, ხოლო 32-ზე ბრაიან მბეუმომ გაათანაბრა.
maxifoot-მა კვარაცხელიას 5.5 დაუწერა, ხოლო flashscore-მა 5.8.
აღსანიშნავია, რომ პარი სენ ჟერმენმა მეორე ან სულაც მესამე შემადგენლობით ითამაშა. სასტარტოში ძირითადი შემადგენლობის თუ თადარიგის ფეხბურთელებიდან იყვნენ მატვეი საფონოვი (აშკარად მატჩის საუკეთესო მოთამაშე), ილია ზაბარნი, ვილიან პაჩო და ლუკას ბერალდო. მათ მეტ ნაკლებად შეიძლება სენი მაიულუ, მბაიე და ფერნანდესიც მივათვალოთ. ბოლო ნახევარი საათით ჩაერთნენ საქმეში მარკინიოსი, ნუნუ მენდეში, ვიტინია და ჟოაო ნევეში.
„პარი სენ ჟერმენს“ შემდეგი თამაში ავსტრიის ქალაქ ზალცბურგში ევროპის სუპერთასზე აქვს, „ასტონ ვილასთან“. ის 12 აგვისტოს, საქართველოს დროით 23 საათზე დაიწყება.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი09/08/2026 | 07:25ხვიჩამ უხეშობამდე კარგად ითამაშა
სიახლეები08/08/2026 | 08:55არსენალს ვინისიუსი ჩაუვარდა და ბარკოლაზე გადაერთო
აქეთურ-იქითური08/08/2026 | 07:42სპორტი: მადლობას შენ უნდა უხდიდე ბარსელონას
მთავარი ამბავი07/08/2026 | 15:14მექსიკა და არგენტინა ინფანტინოსკენ არიან
