მანჩესტერ იუნაიტედს დონარუმა არ უნდა

Home კატეგორიის გარეშე მანჩესტერ იუნაიტედს დონარუმა არ უნდა
მანჩესტერ იუნაიტედს დონარუმა არ უნდა

Gianluigi Donnarumma of Paris Saint-Germain receives runner-up medal from The President of the United States Donald Trump after the FIFA Club World...„მანჩესტერ იუნაიტედი’’ ჯანლუიჯი დონარუმასთვის ომში არ ჩაერთვება. ამრიგად, ინგლისური კლუბებიდან იტალიელი მეკარის შეძენას „ჩელსი’’ და „მანჩესტერ სიტი’’ შეეცდებიან.

მოგეხსენებათ, 2020 წლის ევროპის ჩემპიონი და 2025 წლის ჩემპიონთა ლიგის მფლობელი „პარი სენ ჟერმენთან’’ ხელფასზე ვერ შეთანხმდა. გოლკიპერის ახლანდელი გასამრჯელო კვირაში 242 000 ათასი ევროა, მაგრამ  ის მნიშვნელოვან მომატებას ითხოვს.

„სიტიმ’’ შეიძლება თავისი ბრაზილიელი მეკარე ედერსონი დაკარგოს, ხოლო 22 წლის ჯეიმს ტრაფრორდს სავარაუდოდ კარს არ ანდობს. არადა, „ბარნლის’’ ყოფილი მეკარე „ქალაქელებს’’ ბრიტანელი მეკარისთვის სარეკორდო თანხა დაუჯდათ. გასაგებად რომ ვთქვათ, მათ ტრაფორდში უფრო მეტი გადაიხადეს, ვიდრე„ევერტონმა’’ ჯორდან პიკფორდში 2017 წელს — 30 მილიონი გირვანქა.

ამ ტრანსფერის შემდეგ პეპ გვარდიოლას ხელში დახარჯულმა ფულმა 2 მილიარდ ევროს გადააჭარბა.

„მანჩესტერ იუნაიტედი’’ კი მომდევნო სეზონს ანდრე ონანას იმედით იწყებს. მართალია მანჩესტერელებს „ასტონ ვილასგან’’ არგენტინელი ემილიანო მარტინესის იჯარით წამოყვანა უნდოდათ, მაგრამ გეგმა ჩაეშალათ.

შედეგად, გუნდის მთავარ მეკარედ ონანა რჩება, ოღონდ თუ ის 17 აგვისტომდე ტრავმას ვერ მოიშუშებს, რუბენ ამორიმი ალთაი ბაინდირის ან ტომ ჰიტონის ამარა დარჩება.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.