ეროვნული ლიგის 23-ე ტურში ორი გამოსარჩევი ამბავი მოხდა. ტყიბულის „მეშახტემ,“ 19-მატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ, ქუთაისში „ტორპედო“ 2:0 დაამარცხა. მანამდე ტყიბულელებს 12 მარტს, მესამე ტურში, გორში „დილასთან“ მოეგოთ 1:0. ახლა 14 ქულით ბოლო, მე-10 ადგილზე არიან, უშუალო კონკურენტ „სპაერს“ 9 პუნქტით ჩამორჩებიან და ძალიან გაუჭირდებათ ელიტაში ადგილის შენარჩუნება. 31-ქულიანი „ტორპედო“ კი მე-6 საფეხურზეა. საინტერესოა, რომ ორივე...
