ჭდე: ლანსი

Home ლანსი
ტოპმიოლერი გააგდეს!
ჩანაწერი

ტოპმიოლერი გააგდეს!

„ლანსმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ თანამდებობიდან გაუშვა დინო ტოპმიოლერი, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელის კლაუს ტოპმიოლერის ვაჟი. გერმანელი სპეციალისტი ფრანგულმა კლუბმა ზაფხულში მიიწვია და მისი ხელმძღვანელობით 6 შეხვედრა ჩაატარა. ოფიციალურად ითქვა, რომ ლიგა 1-ის ვიცე-ჩემპიონმა და ტოპმიოლერმა თანამშრომლობა ურთიერთთანხმობით გაწყვიტეს. ამბობენ, რომ განხეთქილება სამწვრთნელო შტაბის გამო მოხდა. „ლანსმა“ დაწერა: „მუშაობის დინამიკასთან,  ფუნქციონირებასა და შტაბის ორგანიზებასთან დაკავშირებით გაიმართა...

რატომ გაიმართა სუპერთასის შეხვედრა ლანსში?
ჩანაწერი

რატომ გაიმართა სუპერთასის შეხვედრა ლანსში?

„პარი სენ ჟერმენმა“ საფრანგეთის სუპერთასზე „ლანსთან“ 0:1 წააგო. შეხვედრა ლანსში, „სტად ბოლარ ლელელისზე“ გაიმართა. მატჩის ჩატარების ადგილი წილისყრამ გადაწყვიტა. პარიზელთა მაროკოელმა ვარსკვლავმა აშრაფ ჰაკიმიმ მატჩის შემდგომ ინტერვიუში რამდენჯერმე ითხოვა, რომ ამაზე ყურადღების გამახვილება თავის მართლებად არ ჩამოართვან, მაგრამ ახსნა-განმარტება ნამდვილად არის. „ყველაფერი გავაკეთეთ რომ გაგვემარჯვა, შეხვედრას თავიდან ბოლომდე ვაკონტროლებდით, მაგრამ არის რაღაცები, რაც ჩვენს კონტროლს...

პსჟ ყველა ტიტულს ვეღარ მოიგებს
ჩანაწერი

პსჟ ყველა ტიტულს ვეღარ მოიგებს

დიდწილად რიცხობრივ უმცირესობაში მოთამაშე „ლანსმა“ „პარი სენ ჟერმენს“ საფრანგეთის სუპერთასი მოუგო – 1:0. საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცის კლაუს ტოპმიოლერის ვაჟის, დინო ტოპმიოლერის გუნდს გამარჯვება 32-ე წუთზე ფლორიან ტოვენმა მოუტანა. პსჟ ახალ სეზონში ყველა ტიტულს ვეღარ აღმართავს, არადა ოთხი დღით ადრე, როდესაც ევროპის სუპერთასზე „ასტონ ვილა“ 2:1 დაამარცხა, შესანიშნავად დაიწყო. როგორც აღვნიშნეთ, „ლანსი“ ორიდან თითქმის ერთი...

ლანსმა პარიზს უარი შეუთვალა
ჩანაწერი

ლანსმა პარიზს უარი შეუთვალა

მოხდა ის, რაც მოსალოდნელი იყო: „პარი სენ ჟერმენმა’’ ოფიციალურად მოითხოვა „ლანსთან’’ შეხვედრის გადადება. ეს მატჩი დანიშნულია 11 მარტს, ჩემპიონთა ლიგაში „ლივერპულთან’’ ორ თამაშს შორის. პარიზულ გუნდს სურს დაძაბული კვირა შეიმსუბუქოს, მაგრამ გადადების კატეგორიული წინააღმდეგია „ლანსი’’. ადრე ფრანგულ პრესაში ამოვიკითხეთ, თითქოს მეტოქის თანხმობის გარეშე ლიგა 1-ის კალენდარი ვერ შეიცვლება, მაგრამ „პარიზიენი’’ წერს, რომ საფრანგეთის პროფესიული ლიგის...

ლანსმა პარი სენ ჟერმენს გაასწრო
ჩანაწერი

ლანსმა პარი სენ ჟერმენს გაასწრო

მას მერე, რაც „პარი სენ ჟერმენმა’’ „რენთან’’ 1:3 წააგო, „ლანსს’’ ლიგა 1-ის ცხრილში პირველ ადგილზე დაბრუნების შესაძლებლობა მიეცა და შანსი ხელიდან არ გაუშვა. ჩრდილოელებმა „პარკ დე პრენსის’’ გვერდით მდებარე „სტად ჟან ბუენზე’’ 5:0 მოუგეს დედაქალაქის მეორე გუნდ „პარიზს’’. კარგად ესმოდათ რა შეხვედრის მნიშვნელობა პიერ საჟის ბიჭებმა თამაში სწრაფად დაიწყეს. უკვე მერამდენედ გამოავლინა ეფექტურობა ფლირიან ტოვენისა...

მატჩის წინა პრესკონფერენციაზე: კვარა თუ ბარკოლა?
ჩანაწერი

მატჩის წინა პრესკონფერენციაზე: კვარა თუ ბარკოლა?

„პარი სენ ჟერმენი’’ „ლანსს’’ მასპინძლობს. შეხვედრის წინა პრეს კონფერენციაზე თავგადახოტრილი და ხელმოტეხილი ლუის ენრიკე ჟურნალისტების წინაშე წარდგა და ჩვენთვის ყველაზე საინტერესო კითხვაზე, ვისი გადაყვანა სჯობს მარჯვენა ფრთაზე ხვიჩა კვარაცხელიასი თუ ბრედლი ბარკოლასი, ასე უპასუხა: „მე იბრაჰიმ მბაიესაც დავამატებდი. სამივე უმაღლესი დონის ფეხბურთელია. ჩემს გუნდში ოცივე მოთამაშეს შეუძლია მოქმედება როგორც მარჯვნივ ასევე მარცხნივ. ისინი ყველა პოზიციაზე...

ჟორჟი იწყებს და იგებს
ჩანაწერი

ჟორჟი იწყებს და იგებს

ფრანგული მედია ერთხმად აღნიშნავს, რომ ფინანსური პრობლემებისა და რამდენიმე წამყვანი მოთამაშის გაყიდვის მიუხედავად „ლიონმა’’ ლანსში შთამბეჭდავად ითამაშა და ჟორჟ მიქაუტაძის მიერ პირველი ტაიმის წამატებულ წუთებში გატანილი გოლით მოიგო. შეხვედრას რამდენიმე მთავარი გმირი ჰყავდა. მიქაუტაძის გარდა თავი გამოიჩინეს საგოლე პასის ავტორმა მალიკ ფოფანამ და მეკარე რემი დეკამპმა. საიტმა maxifoot შეხვედრა 6.5 ქულით შეაფასა. პორტალი წერს, რომ...

ჟორჟმა მონაკოში უნდა მოვიგოთო
ჩანაწერი

ჟორჟმა მონაკოში უნდა მოვიგოთო

„ლიონმა’’ „ლანსთან’’ შინ 1:2 წააგო და ჩემპიონთა ლიგაზე ოცნებას როგორც ჩანს დაემშვიდობაო, ― წერს „პარიზიენი’’. მატჩის შემდეგ პრესასთან ლიონელთა პასუხისმგებელ პირთაგან არავინ გამოსულა. ანდა ვინ უნდა გამოსულიყო, თვით ჯონ ტექსტორი? ის სხვა საქმეების გამო საერთოდ არ იყო სტადიონზე, რაც პარიზული გაზეთის აზრით ეჭვს აჩენს, რომ ამერიკელი ბიზნესმენისთვის გუნდი მთავარი არ არის. იქნებ გენერალური მენეჯერი ლორან...

მიქაუტაძის ხელში ჩასაგდებად მონაკოს გადაასწრეს
ჩანაწერი

მიქაუტაძის ხელში ჩასაგდებად მონაკოს გადაასწრეს

როგორც 83 წლის წინ ლილში დაფუძნებული ჩრდილოფრანგული რეგიონული გაზეთი La Voix du Nord იტყობინება, 23 წლის ქართველი თავდამსხმელის ჟორჟ მიქაუტაძის შეძენა „ლანსს” სურს და ბრძოლაში, რომელიც მის ხელში ჩასაგდებად წამოიწყო „მონაკოს” უსწრებს. შემდეგ გაზეთი წერს, რომ მიქაუტაძე ის ფეხბურთელია, რომელიც შარშან „მეციდან” „აიაქსში” გადავიდა, მაგრამ იქ საქმე არ აეწყო და ისევ ფრანგულ კლუბს დაუბრუნდა. გიორგის...

პსჟ ბულკამ დააღალატა
ჩანაწერი

პსჟ ბულკამ დააღალატა

საფრანგეთის ჩემპიონატის სასტარტო მატჩზე ლანსში პსჟ ნეიმარის, მბაპეს და კიდევ ხუთი სუპერვარსკვლავის გარეშე ჩავიდა. მიზეზი, მოგეხსენებათ, კორონავირუსია, რომელსაც უმრავლესობა იბიცაზე ნებივრობისას გადაეყარა. ამის მიუხედავად და თუნდაც დარჩენილი რესურსიდან გამომდინარე, პარიზელებს ქულა მაინც უნდა წაეღოთ. „ლანსის“ დამრიგებელ ფრანკ ესს ველოსიპედი ხელახლა არ გამოუგონია – მკაცრი თამაში დაცვაში და კლასიკური ფლანგური ჩაწოდებები თავდასხმაში. ერთ-ერთი ასეთი ჩაწოდებისას პსჟ-ის...