ფრანგული მედია ერთხმად აღნიშნავს, რომ ფინანსური პრობლემებისა და რამდენიმე წამყვანი მოთამაშის გაყიდვის მიუხედავად „ლიონმა’’ ლანსში შთამბეჭდავად ითამაშა და ჟორჟ მიქაუტაძის მიერ პირველი ტაიმის წამატებულ წუთებში გატანილი გოლით მოიგო. შეხვედრას რამდენიმე მთავარი გმირი ჰყავდა. მიქაუტაძის გარდა თავი გამოიჩინეს საგოლე პასის ავტორმა მალიკ ფოფანამ და მეკარე რემი დეკამპმა.
საიტმა maxifoot შეხვედრა 6.5 ქულით შეაფასა. პორტალი წერს, რომ „ლანსისა’’ და „ლიონის’’ დაპირისპირებას სანახაობრივი მხარე ჩინებული ჰქონდა. ვიხილეთ სწრაფი თამაში, იყო ბევრი დუელი, სახიფათო მომენტი. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ერთი გოლი გავიდა, მაყურებელს მოსაწყენად არ ეცალა.
შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დეკამპი დაასახელეს. მისი თამაში 8 ქულით შეფასდა. ეფექტი მოახდინა არა მხოლოდ მისმა შესანიშნავმა რეაქციამ, არამედ იმ ფაქტმაც, რომ „ლიდს იუნაიტედში’’ გაყიდული ბრაზილიელი ლუკა პერის ადგილი საიმედო კაცს ჩაუბარებია.
რაც შეეხება ჟორჟს, მას maxifoot-მა 7 ქულა დაუწერა, სიტყვებით კი ასე შეაფასა: „ძალიან სახიფათო იყო მიქაუტაძის გარბენები „ლანსის’’ დაცვის სიღმეში. თავიდან, ზუსტი დარტყმა აკლდა, მაგრამ ტაიმის მიწურულს ფოფანას პასს ჩინებულად გამოეხმაურა და მასპინძელთა კარში გოლი შეაგდო. ამ გოლმა „ლიონს’’ გამარჯვება მოუტანა’’.
flashscore-მა მიქაუტაძის თამაში 7.4 ქულით შეაფასა (მეექვსე შეფასება „ლიონის’’ ფეხბურთელთა შორის) sofascore-მ 7.7-ით (მეოთხე შეფასება), ხოლო whoscored-მა 7.3-ით (მეხუთე შეფასება მუსა ნიაკატესთან ერთად).
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური18/06/2026 | 10:34დაბერდა!
მთავარი ამბავი18/06/2026 | 09:41ტუხელმა ფეხბურთელებს დაუღრინა, ინგლისმა მოიგო!
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 14:14დიომანდეს ბავშვობის საყვარელი გუნდი არის ლივერპული… არა პსჟ!
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 10:57დაგვიანება ამერიკული მოვლენაა?
