ლიგა 2-ში წარმატებით ითამაშა ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენმა”, რომელმაც „როდეზს” უმასპინძლა და ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა. მიუხედავად იმისა, რომ კლუბიდან წასვლას ითხოვს და ფრანგული პრესის თანახმად გუნდის ხელმძღვანელებთან რთული ურთიერთობა აქვს, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა 79 წუთი ითამაშა და შეხვედრის მეოთხე გოლიც შეაგდო.
მატჩის შემდეგ მწვანეების მწვრთნელმა ერიკ ჰორნელანდმა თქვა: „რაც დღეს ვნახეთ სწორედ ის ფეხბურთია, რომელსაც ამ გუნდისგან ველით. ახლა ფეხბურთელებმა თავიანთ საუკეთესო ფიზიკურ ფორმას უნდა მიაღწიონ. მათ თამაშის ჟინი აჩვენეს”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური08/11/2026 | 10:05ბარკოლა: გამიჭირდა, მაგრამ პსჟ დროულად დავტოვე
აქეთურ-იქითური08/11/2026 | 08:38რეალში პსჟ-ს მეთოდი ინერგება
სიახლეები08/11/2026 | 06:40პსჟ-მ მოკრძალებული თამაშით მოიგო
აქეთურ-იქითური07/11/2026 | 09:22დარჩა დიდი სიცარიელე
