უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ლუკა მაისურაძემ (90 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
2023 წლის მსოფლიო ჩემპიონმა მედლისკენ მიმავალი გზა იტალიელი კრისტიან პარლატის ძლევით დაიწყო; შემდეგ ჩეხი კლამერტი და ესტონელ კალიულაიდი ვაზარით დაამარცხა.
ჩვენებურის მეტოქე ნახევარფინალში იაპონელ სანშირო მურაო იყო, ვისთანაც დამარცხდა და მესამე ადგილისთვის იტალიის წარმომადგენელს, კენი კომი ბედელს დაუპირისპირდა. მაისურაძემ შური იძია და ლაშა ბექაურის დამარცხებისთვის რევანშიც აიღო და მედალიც.
ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ბექაურმა სწორედ ბედელთან წააგო, მანამდე მხოლოდ ალიაკსანდრ სიდორუკის ძლევა მოასწრო და უმედლოდ დარჩა.
შეგახსენებთ, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი მედალი იყო – ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ვერცხლს დასჯერდა.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 15:27მამუ პორტლენდს არ ეყო
აქეთურ-იქითური26/10/2026 | 12:35მოედანზე და სკამზე
აქეთურ-იქითური25/10/2026 | 17:00ბასილაშვილმა ფინალი წააგო
აქეთურ-იქითური23/10/2026 | 14:13ბასილაშვილი ნახევარფინალშია
