ჭდე: ლაშა ბექაური

Home ლაშა ბექაური
ქართული ფინალი ამჯერად ბექაურმა მოიგო
ჩანაწერი

ქართული ფინალი ამჯერად ბექაურმა მოიგო

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ძიუდოს მასტერსის ბოლო დღეს საქართველოს დელეგაციამ ყველა სინჯის მედალი მოიპოვა – ოქრო, ვერცხლი და ორი ბრინჯაო. 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გარანტირებული ორი მედალი გვქონდა, რადგან, როგორც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, ამჯერადაც ერთმანეთს ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე შეხვდნენ. დაძაბულ ბრძოლაში ბექაურმა გაფრთხილებების ხარჯზე იმარჯვა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში წაგების გამო რევანში აიღო. ფინალამდე...

გუნდური ოქრო კრაკოვიდან
ჩანაწერი

გუნდური ოქრო კრაკოვიდან

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა პოლონეთის ქალაქ კრაკოვში მიმდინარე ევროპის მესამე ევროპული თამაშების ფინალში გერმანიის ნაკრები 4:1 დაამარცხა და ოქროს მედალი ირგუნა. ფინალისკენ მიმავალ გზაზე ჩვენებმა იოლად მოუგეს ხორვატიასა (4:1) და თურქეთს (4:1), ხოლო ნახევარფინალში „დამატებითი ჭიდაობის“ შემდეგ იტალიელები დაამარცხეს – 4:3. ფინალში გუნდს პირველი ქულა გურამ თუშიშვილმა მოუტანა, შემდეგ ეთერ ლიპარტელიანმა იმარჯვა, მესამედ ტატამზე ლაშა შავდათუაშვილი...

გუნდური ქართული…
ჩანაწერი

გუნდური ქართული…

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა დოჰაში, მსოფლიო ჩემპიონატზე პირად პირველობაში მოპოვებული წარმატების შემდეგ კიდევ ერთი ისტორიული შედეგი დააფიქსირა – გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილზე გავიდა და პირველი მედალი მოიპოვა… აღსანიშნავი ფაქტია, რომ მსოფლიო გუნდური პირველობა მეექვსედ ჩატარდა და ექვსივეჯერ იაპონიამ მოიგო. ჩვენი პირველი მედალი კი იმით არის განპირობებული, რომ გუნდურ შეჯიბრებაში 6 ძიუდოისტია – 3-3 ქალი და ვაჟი....

ქართული ფინალი მაისურაძემ წაიღო
ჩანაწერი

ქართული ფინალი მაისურაძემ წაიღო

ძალიან მაგარი შეგძნებაა, როდესაც ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის წინ იცი, რომ ჩემპიონი აუცილებლად ქართველი გახდება… ასე მოხდა დოჰაში, სადაც დღეს საჭიდაოდ 90 კილოგრამამდე წონითი კატეგორიის ძიუდოისტები გავიდნენ და ფინალი ქართული გამოდგა –ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე. საინტერსო და დაძაბულ ბრძოლაში, დამატებით დროში, მაისურაძემ ლამაზი ილეთით მოიგო. ოქროსკენ მიმავალ გზაზე მაისურაძემ უნგრელი როლანდ გოზი, თურქეთის წარმომადგენელი...

ტატო ყველაფერს ანგრევს
ჩანაწერი

ტატო ყველაფერს ანგრევს

ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს ჩემპიონია!!! 81 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველმა დოჰაში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე ტიტული შეინარჩუნა. ეს შეჯიბრების მეოთხე დღე იყო და ჩვენების პირველი ოქრო. პირველობისკენ მიმავალ გზას ჩვენებური მაროკოელი აშრაფ მუტის დაიპონებით შეუყვა, შემდეგ ტაჯიკ შოდმონ რიზოევს აჯობა, მეოთხედფინალში ავსტრიელთა სახელით მოასპარეზე ვაჰიდ ბორჩაშვილს დამატებით დროში ვაზარით მოუგო, ნახევარფინალი ფანტასტიკურად იჭიდავა და კორეელი...

გრანდ სლემი ქართულად დაიხურა
ჩანაწერი

გრანდ სლემი ქართულად დაიხურა

თბილისში დასრულდა ძიუდოისტთა გრანდ სლემი, რომლის ბოლო დღე ქართული დელეგაციისთვის ყველაზე წარმატებული გამოდგა. არადა, მანამდე ჩვენს ნაკრებს სულ 2 მედალი ჰქონდა მოპოვებული: გიორგი სარდალაშვილმა (60კგ) ვერცხლის მედალი ირგუნა, ხოლო ლაშა შავდათუაშვილმა (73) – ბრინჯაო. დღეს ოთხ მედალს რომ მოვიპოვებდით, წინასწარი შეხვედრების შემდეგ ნათელი იყო: ბოლო დღეს სამ წონით კატეგორიაში ოთხი ჩვენებური ფინალში გავიდა. 90 კილოგრამამდე...

ბექაურის იაპონური ბრინჯაო
ჩანაწერი

ბექაურის იაპონური ბრინჯაო

იაპონიის გრანდ სლემზე ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა ბრინჯაოს მედალი ირგუნა. ჩვენებური იაპონიის დედაქალაქში სპეციალური მიწვევით ჩავიდა და ვაჟთა შორის სხვა მონაწილე არ გვყოლია. სამაგიეროდ, წარმომადგენლობითი იყო ქალათა ნაკრები, რომელიც ტოკიოს 5 ძიუდოისტით ეწვია. ბექაურმა (90 კგ.) ჯერ კორეელთა მსოფლიოს ჩემპიონი და ოლიმპიური პრიზიორი დონ ჰან გვაკი დაამარცხა, შემდეგ მასპინძელთა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი სოიჩირო მუკაის მოუგო, მაგრამ...

ოქრო-ვერცხლი ბრინჯაოში გავცვალეთ
ჩანაწერი

ოქრო-ვერცხლი ბრინჯაოში გავცვალეთ

ტაშკენტში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატის მეხუთე საშეჯიბრო დღეს, საქართველოს დელეგაციის მონაგარი ორი ბრინჯაოს მედლით შეივსო. ძალიან ახლოს ვიყავით 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ქართული ფინალი გვეხილა, მაგრამ… ლაშა ბექაური მესამე ადგილისთვის ესპანეთის სახელით მოჭიდავე ტრისტან მოსახლიშვილს დაეჭიდა და ორი გდებით რამდენიმე წამში მოუმთავრა საქმე. ქართველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა მანამდე იაპონელი კოსუკე ნიშიამა, ბრაზილიელი რაფაელ მაჩედო, კუბელი ივან...

ტატოს ოქრო ტაშკენტში
ჩანაწერი

ტატოს ოქრო ტაშკენტში

მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა ნავსი გატეხა და ჩვენს დელეგაციას პირველი მედალი მოუტანა. თუმცა, მედალიც არის და მედალი – გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონია. 81 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე ჩვენებური ოქროსკემ მიმავალ გზას ფრანგი ალფა ომარ დიალოს ძლევით შეუყვა, რომელსაც დომინიკელი დომიკსონ დელ ორბე კორტორეალი, იაპონელი ტაკანორი ნაგასე და აზერბაიჯანელი საიდ მოლაე მიაყოლა და...

ლაშა ბექაურმა ევროპა მოიგო
ჩანაწერი

ლაშა ბექაურმა ევროპა მოიგო

ლისაბონში დასრულებული ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი დღე მედლების მხრივ ხვავრიელი კი გამოდგა, მაგრამ უფრო მაღალი ხარისხის მედლებს ველოდით. საბოლოოდ, ოქროს, ორი ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალს დავჯერდით. 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ფინალში ერთმანეთს ლაშა ბექაური და ბექა ღვინიაშვილი შეხვდნენ. 20 წლის ბექაურმა დროის ამოწურვამდე 50 წამით ადრე სუფთა გამარჯვება მოიპოვა. ფინალამდე ბექაურმა ფრანგი ალექს მატიე, ებრაელი ლი კოჩმანი,...