ტატოს ოქრო ტაშკენტში

Home კატეგორიის გარეშე ტატოს ოქრო ტაშკენტში
ტატოს ოქრო ტაშკენტში

მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა ნავსი გატეხა და ჩვენს დელეგაციას პირველი მედალი მოუტანა. თუმცა, მედალიც არის და მედალი – გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონია.

შეიძლება იყოს 1 ადამიანი, შენობაში და ტექსტი-(ი)ს გამოსახულება81 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე ჩვენებური ოქროსკემ მიმავალ გზას ფრანგი ალფა ომარ დიალოს ძლევით შეუყვა, რომელსაც დომინიკელი დომიკსონ დელ ორბე კორტორეალი, იაპონელი ტაკანორი ნაგასე და აზერბაიჯანელი საიდ მოლაე მიაყოლა და ფინალში გავიდა.

საჩემპიონო და დაძაბულ ბრძოლაში, გრიგალაშვილმა მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ბელგიელ კასეს მოუგო და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე შედგა.

ხვალ ტატამზე 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე გავლენ.

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...