ეროვნული ჩემპიონატის 32-ე ტურში სატურნირო ცხრილში ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა. ლიდერმა „ბათუმმა“ მოულოდნელად ერთ-ერთ აუტსაიდერ „სპაერთან“ სტუმტად წააგო და 12-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია დაასრულა. სპაერელებმა კი 16-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულეს. მოქმედმა ჩემპიონმა „იბერიამ“ ტურის ბოლო შეხვედრაში „გაგრას“ ამირან ძაგანიას 84-ე წუთზე გატანილი ეთადერთი გოლით მოუგო და „ბათუმს“ ქულებით გაუთანაბრდა. ახლა ზღვისპირელებს და თბილისელებს 59-59 ქულა მოუგროვდათ,...
