ხვიჩა კვარაცხელია: ამ ოთხ მატჩში ყველაფერს გაეცემა პასუხი

ხვიჩა კვარაცხელია: ამ ოთხ მატჩში ყველაფერს გაეცემა პასუხი

ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციას მთავარ მწვრთნელ ვილი სანიოლთნ ერთად ეროვნული ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია დაესწრო, რომელმაც მომავალ სანაკრებო მატჩჩებზე ისაუბრა.

 „სარბიელის“ ტრადიციული გამოკითხვით, ხვიჩა კვარაცხელია გასული სეზონის საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, საქაართველოს ნაკრების კაპიტანმა ამ საკითხზეც გააკეთა კომენტარი:

„გაზეთ „სარბიელის“ ჯილდო დღეს გადმომცეს და ძალიან ბედნიერი ვარ. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც გამოკითხვაში მონაწილეობდა და პირველ ადგილზე დამასახელა.

რაც შეეხება მომავალ მატჩებს, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ დავიწყებთ ტურნირს. ჩვენი მიზანი ჯგუფის მოგებაა. ძლიერი მეტოქეები გვყავს, მაგრამ მაქსიმალური ქულები უნდა მოვიპოვოთ.

10 დღეში 4 თამაში იოლი არავისთვის იქნება, მაგრამ რამდენიმე წლის წინ მსგავსი გრაფიკით ვითამაშეთ, ასე რომ, გარკვეული გამოცდილება გვაქვს.

პირადად მე თავს იდეალურად ვგრძნობ, მოტივირებული ვარ. ამ ოთხ მატჩში ყველაფერს გაეცემა პასუხი.

ვიცოდით, რომ ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩს უმაყურებლოდ ვატარებდით. მერე გავიგეთ, რომ თამაშს ბავშვები დაესწრებიან – იმედია, მოვიგებთ და სახლში გახარებულები წავლენ.

უბედნიერესი ვარ, როდესაც ჩემს ძმას მოედანზე ვხედავ. თორნიკე კარგი ბიჭია, სულ კითხვები აქვს და წინსვლა სურს. იმედია, ჩემზე წარმატებული იქნება.

რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, რომ „ოქროს ბურთზე“ ვარ ნომინირებული. ჯორჯ ბესტთან მსგავსებაზე ბევრი მსმენია და მიხარია, რომ ამ დიდი ფეხბურთელს მადარებენ.

კვერნაძე ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია და მისი პროგრესი ძალიან მახარებს. აქვს ყველა ის უნარი, რომ მწვერვალებთან მივიდეს. მისი წარმატება საკუთარივით მიხარია, იმედია, ასე გააგრძელებს. შეუძლია, ნაკრების ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდეს და იმედია ასეც იქნება…

მიხარია, რომ პატარა საქართველოს წარმოვადგენ. ბავშვებისთვის უფრო რეალური ხდება ოცნება, რომ თურმე პატარა ქვეყნის შვილებსაც შეუძლიათ დიდ საფეხბურთო ფორუმებში მონაწილეობა“.

ავტორის პროფილი

გიორგი ღოღობერიძე
გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.