აგერ უკვე 26-ე წელიწადია „სარბიელის“ გამოკითხვის შედეგად საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი ვლინდება და ასეთი ფაქტი ჯერ არ დაფიქსირებულა… პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ და ვთქვათ: საქართველოს 2025-2026 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი – ხვიჩა კვარაცხელია!!!
ალალი, უსაყვედურო, დამსახურებული და… წინასწარპროგნოზირებადი. დიდი მარჩიელობა, ფიქრი და წინასეზონისეული მონაგარის გახსენება სულაც არ იყო საჭირო, რომ მსოფლიოს ქართველი ვარსკვლავისთვის გამოკითხვისას უპირობო პირველობა მიგენიჭებინა. ჩვენი შვიდი ათეული კოლეგისთვისაც არჩევანის გაკეთება ისეთი იოლი გამოდგა, როგორც არასდროს – მათ, ერთხმად, საქართველოს 2025-2026 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დაასახელეს, ან უფრო მარტივად – კვარა, რომელიც ბოლო რამდენიმე წელიწადია, ყველაზე პოპულარული ქართული თიკუნია. დიახ, ქართველი სპორტული ჟურნალისტებისთვის ალტერნატივა აღარ იყო, მხოლოდ კვარა – კოლეგებისთვის დაგზავნილი 72-ვე ანკეტა ასე დაგვიბრუნდა: N 1 – ხვიჩა კვარაცხელია!
რა ბედნიერებაა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი და ოქროს ბურთის მოპოვების მთავარი კანდიდატი ჩვენს შორისაა, ჩვენს ქვეყანაშია აღზრდილ-გაზრდილი, ჩვენს ოღრო-ჩოღრო მოედნებზე გაუგორებია ბურთი, საფეხბურთო ანა-ბანაც აქ უსწავლია და ახლა მთელი დუნია მასზე ლაპარაკობს და აფასებს… ის ჩვენი ფეხბურთელია! გულისფანცქალით ველით მის გოლს, მის ფინტს, მის მომნუსხველ ახალ წარმოდგენას, მის გაბრწყნებულ თვალებს… ველით და გვიხარია, ვამაყობთ, რომ ის ქართველია!
2025-2026 წლების სეზონში რაც მოსაგები იყო, ხვიჩამ ყველაფერი მოიგო და აჩვენა გამორჩეული, ყველასგან განსხვავებული ფეხბურთი. რამდენჯერმე დაასახელეს მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის კონკრეტული მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად, ბოლოს კი მთელი ტურნირის სახედ… ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჩვენი კოლეგების არჩევანი სავსებით ლოგიკური და ბუნებრივია.
ხვიჩა კვარაცხელიამ „სარბიელის“ ტრადიციული გამოკითხვა, რომლის პარტნიორიც ბოლო რამდენიმე წელიწადია კომპანია ლიდერბეთი გახლავთ, ჯამში მეოთხედ, ზედიზედ კი მეორედ მოიგო. ის მეოთხედ გახდა საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი, რითაც კახა კალაძეს გაუტოლდა და ჩამოიტოვა სამგზის ლაურეატი შოთა არველაძე.
წლეულს, ისევე როგორც უწინ, ჟურნალისტებმა რჩეულები პირველი, მეორე, მესამეს პრინციპით ჩამოწერეს. ქულების დარიცხვის სისტემა ძველი და მარტივი გახლდათ – პირველ ნომრად დასახელებული კანდიდატს მიენიჭა 3 ქულა, მეორეს – 2, მესამეს – 1. ქულები დაჯამდა და შედეგები, ცხადია, ამჯერადაც საჯარო გახდა.
ნომინანტთა შორის სულ 8 ფეხბურთელია, ყველა ლეგიონერი, რაც, ცხადია, ეროვნული ლიგის არც თუ მაღალ დონეზე მეტყველებს.
ეროვნული გუნდის საუკეთესო დებიუტანტი გამოკითხვაში მონაწილე ყველა ჟურნალისტმა დაასახელა და აქ უკვე დიდი „ომი“ იყო. ავსტრიული „შტურმის“ გიზი მამაგეიშვილსა და ნიდერლანდური „ექსელსიორის“ ირაკლი ეგოიანს შორის კონკურენციაში გადამწყვეტი სულ ერთი ხმა გამოდგა: 30:29 – მოიგო მამაგეიშვილმა. ვულოცავთ გიზის და კიდევ უფრო წარმატებულ კარიერას ვუსურვებთ! აქვე მადლობა მოქანდაკე ლევან ვარდოსანიძეს გამოკითხვაში გამარჯვებულთათვის ექსკლუზიური და ვფიქრობთ, ძალიან ლამაზი პრიზების დამზადებისთვის.
| ჟურნალისტი | I ადგილი | II ადგილი | III ადგილი |
| მიხეილ აბაიშვილი | კვარაცხელია | მიქაუტაძე | დავითაშვილი |
| ღვთისავარ ანთაძე | კვარაცხელია | კიტეიშვილი | მიქაუტაძე |
| ილია ბაბუნაშვილი | კვარაცხელია | მიქაუტაძე | კიტეიშვილი |
| დავით ბანანაშვილი | კვარაცხელია | მიქაუტაძე | კიტეიშვილი |
| ბიძინა ბარათაშვილი | კვარაცხელია | მიქაუტაძე | დავითაშვილი |
| ტატო ბაციკაძე | კვარაცხელია | მიქაუტაძე | კიტეიშვილი |
| კახა ბერიძე | კვარაცხელია | მიქაუტაძე | კიტეიშვილი |
| ელენე ბილიხოძე | კვარაცხელია | მიქაუტაძე | კიტეიშვილი |
| ირაკლი ბუხალი | კვარაცხელია | მიქაუტაძე | კიტეიშვილი |
| პაატა გელაშვილი | კვარაცხელია | მიქაუტაძე | ლოჩოშვილი |
| დავით გელაძე | კვარაცხელია | მიქაუტაძე | კიტეიშვილი |
| გიგა გვენცაძე | კვარაცხელია | მიქაუტაძე | კიტეიშვილი |
| ლაშა გოდუაძე | კვარაცხელია | მიქაუტაძე | კიტეიშვილი |
| სოლომონ გულისაშვილი | კვარაცხელია | მიქაუტაძე | კიტეიშვილი |
| გიორგი დარჯანია | კვარაცხელია | მიქაუტაძე | კიტეიშვილი |
| ლაშა დვალიშვილი | კვარაცხელია | ||
| დავით ერაძე | კვარაცხელია | მიქაუტაძე | დავითაშვილი |
| სოფო ერქვანია | კვარაცხელია | მიქაუტაძე | კიტეიშვილი |
| გიორგი ვაშაკიძე | კვარაცხელია | მიქაუტაძე | კიტეიშვილი |
| ლაშა თაბაგარი | კვარაცხელია | მიქაუტაძე | კიტეიშვილი |
| გოჩა თანდარაშვილი | კვარაცხელია | მიქაუტაძე | დავითაშვილი |
| გია თვალაბეიშვილი | კვარაცხელია | მიქაუტაძე | კიტეიშვილი |
| ირაკლი იმედაძე | კვარაცხელია | მიქაუტაძე | კიტეიშვილი |
| კობა ინასარიძე | კვარაცხელია | მიქაუტაძე | კიტეიშვილი |
| ალეკო კაკაურიძე | კვარაცხელია | მიქაუტაძე | ჩაკვეტაძე |
| გიორგი კალატოზი | კვარაცხელია | მიქაუტაძე | კიტეიშვილი |
| დავით კაპიტანოვი | კვარაცხელია | მიქაუტაძე | კიტეიშვილი |
| პაატა კვანტალიანი | კვარაცხელია | მიქაუტაძე | კიტეიშვილი |
| გეგი კიკაბიძე | კვარაცხელია | მიქაუტაძე | ლოჩოშვილი |
| მაგდა კლდიაშვილი | კვარაცხელია | მიქაუტაძე | კიტეიშვილი |
| მეგი კუპატაძე | კვარაცხელია | მიქაუტაძე | კიტეიშვილი |
| ნიკა ლაბილაძე | კვარაცხელია | მიქაუტაძე | კიტეიშვილი |
| გიორგი ლაშაური | კვარაცხელია | მიქაუტაძე | კიტეიშვილი |
| მერაბ მამულაშვილი | კვარაცხელია | მიქაუტაძე | დავითაშვილი |
| ნიკალა მახარობლიშვილი | კვარაცხელია | მიქაუტაძე | კიტეიშვილი |
| მარიამ მესხი | კვარაცხელია | მიქაუტაძე | კიტეიშვილი |
| არმაზ მეტრეველი | კვარაცხელია | მიქაუტაძე | კიტეიშვილი |
| დავით მინაშვილი | კვარაცხელია | მიქაუტაძე | კიტეიშვილი |
| გიორგი მურვანიძე | კვარაცხელია | მიქაუტაძე | კიტეიშვილი |
| ილია ნანობაშვილი | კვარაცხელია | მიქაუტაძე | კიტეიშვილი |
| გიორგი პავლიაშვილი | კვარაცხელია | მიქაუტაძე | კიტეიშვილი |
| თენგიზ პაჭკორია | კვარაცხელია | მიქაუტაძე | ლოჩოშვილი |
| გია პლატონიშვილი | კვარაცხელია | კიტეიშვილი | მიქაუტაძე |
| მიხეილ ჟორჟოლიანი | კვარაცხელია | კიტეიშვილი | მიქაუტაძე |
| უშანგ რუხაძე | კვარაცხელია | მიქაუტაძე | კვერნაძე |
| საბა საბანაძე | კვარაცხელია | მიქაუტაძე | კიტეიშვილი |
| სალომე საგინაშვილი | კვარაცხელია | მიქაუტაძე | კიტეიშვილი |
| ლევან სალუქვაძე | კვარაცხელია | მიქაუტაძე | კიტეიშვილი |
| საბა საპანაძე | კვარაცხელია | მიქაუტაძე | კიტეიშვილი |
| ია სართანია | კვარაცხელია | მიქაუტაძე | დავითაშვილი |
| ლაშა სილაგავა | კვარაცხელია | მიქაუტაძე | დავითაშვილი |
| ნიკოლოზ ტაბატაძე | კვარაცხელია | მიქაუტაძე | დავითაშვილი |
| გია ტუხაშვილი | კვარაცხელია | მიქაუტაძე | კიტეიშვილი |
| გიორგი უგულავა | კვარაცხელია | მიქაუტაძე | კიტეიშვილი |
| გიორგი ფულარიანი | კვარაცხელია | მიქაუტაძე | კიტეიშვილი |
| ცოტნე ქინქლაძე | კვარაცხელია | მიქაუტაძე | კიტეიშვილი |
| ლევან ღუდუშაური | კვარაცხელია | მიქაუტაძე | დავითაშვილი |
| ვაკო ყიფიანი | კვარაცხელია | მიქაუტაძე | კიტეიშვილი |
| მერაბ ყუფარაძე | კვარაცხელია | მიქაუტაძე | კიტეიშვილი |
| ამირან შაიშმელაშვილი | კვარაცხელია | მიქაუტაძე | კიტეიშვილი |
| ზუკა ჩაჩანიძე | კვარაცხელია | მიქაუტაძე | დავითაშვილი |
| ბაჩო ცალუღელაშვილი | კვარაცხელია | მიქაუტაძე | კიტეიშვილი |
| სანდრო ცნობილაძე | კვარაცხელია | მიქაუტაძე | კიტეიშვილი |
| პაატა ძნელაძე | კვარაცხელია | მიქაუტაძე | დავითაშვილი |
| ნია წივწივაძე | კვარაცხელია | მიქაუტაძე | კიტეიშვილი |
| სალომე ხარატიშვილი | კვარაცხელია | ეგოიანი | კიტეიშვილი |
| გიორგი ხარშილაძე | კვარაცხელია | მიქაუტაძე | კიტეიშვილი |
| ანდრო ხელაძე | კვარაცხელია | მიქაუტაძე | კიტეიშვილი |
| ლუკა ხოჯავა | კვარაცხელია | მიქაუტაძე | კიტეიშვილი |
| ვაჟა ხუციშვილი | კვარაცხელია | მიქაუტაძე | დავითაშვილი |
| რეზი ხუციშვილი | კვარაცხელია | მიქაუტაძე | კიტეიშვილი |
| თამარ ჯიშკარიანი | კვარაცხელია | მიქაუტაძე | კიტეიშვილი |
ავტორის პროფილი
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი24/09/2026 | 20:37ჩვენი ფეხბურთელი!
დავთარი17/09/2026 | 21:25გიზი მამაგეიშვილი – ნაკრების საუკეთესო დებიუტანტი
მთავარი ამბავი01/06/2026 | 20:21მე-11 ოლქში ვაზი და კვარა ზეიმობდნენ!
სარბიელი26/12/2025 | 17:05კვარა მინუს 1
