მიუნხენის „ბაიერნის“ მეკარის მანუელ ნოიერის დაბრუნება კიდევ გადაიდო და არ არის გამორიცხული მანს 2023 წელს საერთოდ ვერ ითამაშოს.
ნოიერმა ბოლოს გუნდთან ერთად 27 ივლისს ივარჯიშა, შემდეგ კი მზადების პროცესი შეაჩერა და 5 აგვისტოს ინდივიდუალურად სატრენაჟორო დარბაზში ფიზიოთერაპევტის მეთვალყურეობით ემზადებიდა. გავრცელებული ინფორმაციით, არ არის გამორიცხული მანუს კიდევ ერთი ოპერაციის გაკეთება დასჭირდეს.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის დეკემბერში 37 წლის მეკარემ თხილამურებით სრიალისას ფეხი მოიტეხა და სეზონის მეორე ნაწილი სრულად გამოტოვა.
„ბაიერნი“ რამდენიმე დღის წინ მეკარე იან ზომერსაც დაემშვიდობა, რომელიც „ინტერში“ წავიდა და ახლა ისეა საქმე, რომ მიუნხენური გრანდი უმაღლესი კლასის მეკარის გარეშე დარჩა…
„ყოველდღე ველით გერმანელთა ზარს“, – ასე მოკლედ, თუმც მრავლისმთქმლად გვიპასუხა გიორგი მამარდაშვილის მამამ, დავითმა, როცა დავუკავშირდით და ვაჟის „ვალენსიადან“ „ბაიერნში“ შესაძლო ტრანსფერზე ვკითხეთ… დაველოდოთ… შეგახსენებთ, ევროპაში სატრანსფერო ფანჯარა 31 აგვისტოს იხურება.
![]()
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები06/11/2026 | 14:26კლოპმა გერმანია დაწურა
აქეთურ-იქითური04/11/2026 | 16:08სანდრო მოედანზე, გოგა სკამზე
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:47ევროპის შანსი
აქეთურ-იქითური29/10/2026 | 21:52ბასილაშვილი ალკარასს ვერ მოერია
