FIBA-ს შტაბ ბინაში 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა ჩატარდა და გაირკვა საქართველოს ნაკრების მეტოქეები. ჩვენი ნაკრები წილისყრის წინ მეხუთე კალათაში (სულ რვა კალათა) გახლდათ განთესილი.
ევრობასკეტის 2025 წლის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები G ჯგუფში მოხვდა:
სერბეთი
ფინეთი
საქართველო
დანია
ჩვენს ჯგუფში არის ტურნირის ერთ-ერთი მასპინძელი ფინეთი, რომელიც ევრობასკეტზე ავტომატურად არის დაშვებული. შესაბამისად, ამ ოთხეულიდან ფინალურ ეტაპზე, ფინეთის გარდა, კიდევ ორი ნაკრები გავა. მაგალითად, თუ ფინეთმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, მასთან ერთად ევრობასკეტზე ჯგუფის მეორე და მესამე ადგილებზე გასული გუნდები გავლენ.
შესარჩევი ეტაპის პირველი ტური 2024 წლის 19-დან 27 თებერვლის ჩათვლით გაიმართება, მეორე – 2024 წლის 18-26 ნოემბერს, ხოლო მესამე – 2025 წლის 17-25 თებერვალს. თითოეულ სანაკრებო ფანჯარაში გუნდები 2-2 თამაშს ჩაატარებენ.

ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური21/09/2026 | 23:04ქალების მედლის შანსი
აქეთურ-იქითური20/09/2026 | 19:07საინტერესო ქართული ამბავი სამარყანდში
აქეთურ-იქითური19/09/2026 | 14:04ოლიმპიადაზე ერთნაირად
აქეთურ-იქითური18/09/2026 | 15:10მიზანი: ჯგუფის მოგება და A ლიგა
