ჭდე: ევრობასკეტი 2025

Home ევრობასკეტი 2025
სენსაცია: საქართველომ საფრანგეთი დაამარცხა!
ჩანაწერი

სენსაცია: საქართველომ საფრანგეთი დაამარცხა!

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევრობასკეტზე კიდევ ერთი სენსაცია შემოგვთავაზა და ევროპის ჩემპიონის ესპანეთის შემდეგ, ვიცე-ჩემპიონი საფრანგეთიც დაამარცხა. ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდმა, თორნიკე შენგელიასა და კამარ ბოლდუინის ლიდერობით ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. თამაშის დასრულებამდე 3 წუთით ადრე, ჩვენმა ნაკრებმა საჭირო გაქცევა მოაწყო და მატჩი 10 ქულით, 80:70 მოიგო. საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ფინეთს...

საქართველოს იმედი საბერძნეთია
ჩანაწერი

საქართველოს იმედი საბერძნეთია

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გადამწყვეტი მატჩი ბოსნიასთან 76:84 წააგო და ფლეი-ოფში გასვლა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. თუმცა, ჯერ დაკარგული არაფერია და საბერძნეთის იმედად ვართ, რომელმაც ესპანეთს უნდა მოუგოს. ამ შემთხვევაში ალეკსანდრ ჯიკიჩის გუნდი თბილისის ნაცვლად რიგაში გაფრინდება. ძალიან ცუდი დასაწყისი გვქონდა. მეტოქე ყველაფერში გვჯობდა და ტაიმი 35:47 წავაგეთ. მესამე მეოთხედის დასაწყისი ყველაზე ცუდი იყო: ბოსნიამ...

ფიბა-მ შენგელიას მხოლოდ ფულადი ჯარიმა დააკისრა
ჩანაწერი

ფიბა-მ შენგელიას მხოლოდ ფულადი ჯარიმა დააკისრა

იტალიასთან მატჩის ბოლოს მსაჯების სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის თორნიკე შენგელიამ მეორე ტექნიკური შენიშვნა მიიღო და მოედანი დატოვა. სწორედ ამის შემდეგ გაჩნდა ერთი მთავარი შეკითხვა: ხომ არ ემუქრებოდა დისკვალიფიკაცია საქართველოს ნაკრების კაპიტანს? ცნობილი გახდა ფიბას გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით – თორნიკე შენგელია ევრობასკეტის მომდევნო მატჩებს არ გამოტოვებს, ფიბა-მ მას მხოლოდ ფულადი ჯარიმა დააკისრა.

უჯიკეთ ჯიკიჩს
ჩანაწერი

უჯიკეთ ჯიკიჩს

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის წინ ბოლო საკონტროლო მატჩი გამართა და ჩეხებთან 87:100 დამარცხდა. მოსამზადებელ ეტაპზე ეს ჩვენი გუნდის ზედიზედ მეექვსე მარცხია, რაც ცოტა არ იყოს გვაშინებს. გვაფიქრებს მთავარი მწვრთნელის, ალეკსანდარ ჯიკიჩის საქმიანობაც. თითქოსდა კვალიფიური მწვრთნელის ხელში თამაში მაგრად გვიჭირს – განსაკუთრებით დაცვაში, სადაც ძალიან ბევრ ქულას ვიღებთ. განსაკუთრებით ცუდად გამოვიყურებით პერიმეტრზე და ჩვენი მეტოქეები ძალიან...

კალათები ევრობასკეტისთვის – საქართველო მეოთხეში…
ჩანაწერი

კალათები ევრობასკეტისთვის – საქართველო მეოთხეში…

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევრობასკეტი 2025-ის საგზური მოიპოვა, რომლის ფინალური ეტაპის წილისყრა 27 მარტს გაიმართება – 24 გუნდი ოთხ ჯგუფში განაწილდება. თითო ჯგუფიდან მერვედფინალში ოთხი გუნდი გავა. ევრობასკეტი 27 აგვისტოს დაიწყება და 14 სექტემბერს დასრულდება. ოთხი ჯგუფის გუნდები ოთხ ქვეყანაში განაწილდებიან. კალათები ფიბა-მ ოფიციალურად დღეს გამოაცხადა: პირველი კალათა: სერბეთი, გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი მეორე კალათა: ლატვია, ლიეტუვა,...

საქართველო სერბეთთან მინუს ცამეტით დამარცხდა…
ჩანაწერი

საქართველო სერბეთთან მინუს ცამეტით დამარცხდა…

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევრობასკეტი 2025-ის შესარჩევი ტურნირის მეორე შეხვედრა თბილისში, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის, სერბეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა და 13 ქულით დამარცხდა – 63:76. ეს იყო მეორე ტურის ცენტრალური შეხვედრა, რომლის მოგების შემდეგ სერბეთმა დიდი ნაბიჯი გადადგა ევრობასკეტის ფინალური ეტაპისკენ. საქართველოს ნაკრებს კი უკან დასახევი გზა მოჭრილი აქვს. ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად მას ჯგუფში სერბეთის ან დანიის გადასწრება...

ჩვენთან ერთად: სერბეთი, ფინეთი, დანია
ჩანაწერი

ჩვენთან ერთად: სერბეთი, ფინეთი, დანია

FIBA-ს შტაბ ბინაში 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა ჩატარდა და გაირკვა საქართველოს ნაკრების მეტოქეები. ჩვენი ნაკრები წილისყრის წინ მეხუთე კალათაში (სულ რვა კალათა) გახლდათ განთესილი. ევრობასკეტის 2025 წლის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები G ჯგუფში მოხვდა: სერბეთი ფინეთი საქართველო ​დანია ჩვენს ჯგუფში არის ტურნირის ერთ-ერთი მასპინძელი ფინეთი, რომელიც ევრობასკეტზე ავტომატურად არის დაშვებული. შესაბამისად, ამ...