ბაიერნს უკეთესი მეკარე უნდა

Home აქეთურ-იქითური ბაიერნს უკეთესი მეკარე უნდა
ბაიერნს უკეთესი მეკარე უნდა

37 წლის მანუელ ნოიერს უკანდახევის გაგონებაც არ უნდა. თანაგუნდელებთან საუბრების დროს ის ოპტიმისტურად არის განწყობილი. ასევე იყო ორშაბათსაც, ტიგერნსიში, როდესაც გუნდს შეუერთდა.

Giorgi Mamardashvili of Georgia celebrates during the UEFA Under-21 Euro 2023 group A match between Netherlands and Georgia on June 27, 2023 in...ნოიერი ვარჯიშობს. ზაბენერ შტრასეზე, „ბაიერნის” ბაზაზე, ის ული ჰიონესის და ჟურნალისტების დასანახად დაფრინავდა, მაგრამ მარჯვენა ფეხზე მთელი ძალით დაყრდნობა ჯერ არ შეუძლია. თანდათან სულ უფრო ნათელი ხდება: კაპიტანს დრო სჭირდება. „ბაიერნი” კი მეკარის პოზიციაზე უნდა გაძლიერდეს.

ამბობენ, რომ თომას ტუხელმა ბოსების წინაშე ეს საკითხი მკაფიოდ დააყენა, რადგან ვერავინ იტყვის ზუსტად როდის დაბრუნდება ნოიერი. გარდა ამისა, ვერავინ იტყვის დაბეჯითებით, რომ დაბრუნების შემდეგ, სეზონის განმავლობაში, ის კვლავ არ დაშავდება.

ტუხელი დიდ პატივს სცემს ნოიერის შემცვლელს, 34 წლის იან ზომერს (რომლის ფეხბურთელში გაცვლითაც „ინტერია” დაინტერესებული), მაგრამ მწვრთნელს კარში კიდევ უფრო მაღალი დონის გოლკიპერი სჭირდება და ჩვენი ინფორმაციით უკეთეს, უფრო ძლიერ მეკარეს ითხოვს.

„ბაიერნმა” მეკარეები შეათვალიერა და შემდეგ კანდიდატებზე შეჩერდა:

  • ქართველი ტალანტი, 22 წლის გიორგი მამარდაშვილი, „ვალენსიადან”, რომელიც დაახლოებით 30 მილიონი ევრო ღირს და როდესაც ნოიერი გამოჯანმრთელდება, მეორე მეკარის რანგში სკამზე დაჯდომას იუარებს.
  • მაროკოელი ბონო, 32 წლის, რომელმაც ყურადღება მსოფლიოს ჩემპიონატზე მიიპყრო. „სევილიამ” მას უკვე დართო წასვლის ნება.
  • რობერტ სანჩესი, 25 წლის. ესპანეთის ნაკრებში ორი თამაში აქვს ჩატარებული. თამაშობს „ბრაიტონში”. მისი მოყვანა იჯარის წესით არის შესაძლებელი.

26 წლის ალექსანდერ ნუბელი „ბაიერნმა” ნოიერის ალტერნატივის სახით 2020 წელს იყიდა, მაგრამ შემდეგ ის იჯარის წესით „მონაკოში” გაუშვა. ამბობენ, რომ ახლა, ნუბელს „ბაიერნიდან” ოფიციალურად წასვლა თავადაც უნდა და კლუბმაც შეატყობინა, რომ მომავალში მასთან თანამშრომლობას არ აპირებს.

„ბაიერნის” მეკარეობის ყველა კანდიდატს ნუბელის ისტორია უნდა ახსოვდეს, რადგან ფაქტია: როგორც კი ნოიერი გამოჯანმრთელდება, ის კარში დადგება და ხელშეუხებელი გახდება.

მაგრამ როგორ არის მისი ჯანმრთელობის საქმე სინამდვილეში?

ტობიას ალსშაფლი, კრისტიან ფალკი და დავიდ ვერჰოფი

შპორტ ბილდი 

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.