
მიუნხენის „ბაიერნმა“ შეთანხმებას მიაღწია მეკარეებთან – მანუელ ნოიერთან და სვენ ულარაიხთან და მათთან კონტრაქტები გაახანგრძლივა. ისინი მიუნხენურ კლუბში 2025 წლის 30 ივნისამდე დარჩებიან.
„მიხარია, რომ კიდევ ერთი წელი დავრჩები „ბაიერნში“. ტრავმის გამო დიდი დრო გამიცდა და ბედენიერი ვარ, ისევ ამ გუნდში ვთამაშობ. დარწმუნებული ვარ, გულშემატკივართან ერთად მომდევნო წლებში კიდევ ბევრ წარმატებას მივაღწევთ, რაც 2025 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაშსაც გულისხმობს, რომელიც მიუნხენში გაიმართება.
მახარებს, რომ ამ პერიოდში ისევ ჩემს გვერდით იქნება სვენ ულრაიხი, რადგან მასთან ერთად გუნდში ყოფნა დიდი ბედნიერებაა“, – განაცხადა 37 წლის ნოიერმა.
სვენ ულრაიხი: „როდესაც 2015 წელს „შტუტგარტიდან„ „ბაიერნში“ გადმოვედი, ვერ წარმოვიდგენდი რომ აქ ამდენი წელი დავრჩებოდი, ახლა კი კონტრაქტი 2025 წლამდე გავახანგრძლივე და ვეცდები, ჩემი წვლილი შევიტანო გუნდის წარმატებაში. მოუთმენლად ველი მუშაობის გაგრძელებას მანუელ ნოიერთან, დანიელ პერეცთან და მეკარეების მწვრთნელ, მიხაელ რეხნერთან ერთად. მანუელთან უკვე დიდი ხანია ბევრი საერთო გვაქვს, ჩვენ ვმეგობრობთ“.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური07/06/2026 | 19:21ბეგის თასი მესამე პლატოს
მთავარი ამბავი06/06/2026 | 20:36როლან გაროსი ანდრეევამ მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 14:07ფავორიტები გავარდნენ
კატეგორიის გარეშე18/04/2026 | 20:40ლუკა ჩემპიონი
