„ბარსელონა” მესის გარეშე ჩემს გუნდს არაფრით სჯობსო, ასე თქვა „ვილიარეალის” მწვრთნელმა ხავი კალეხამ. ამ ორი გუნდის შეხვედრა „კამპ ნოუზე” „ბარსამ” მოიგო – 2:1. მესიმ მხოლოდ პირველ ტაიმში ითამაშა, შესვენების შემდეგ კი ტრავმის გამო მოედანი დატოვა. ის ოსმან დემბელემ შეცვალა. სანამ მოედანზე იყო, არგენტინელმა ანტუან გრიზმანს მიაწოდა საგოლე პასი. გრიზმანმა მიმდინარე სეზონში „ბარსას” მაისურით მესამე გოლი შეაგდო....
