უეფამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ევროპის ლიგის ფინალურ შეხვედრას გულშემატკივრები დაესწრებიან, თუმცა, ბუნებრივია, მათი რაოდენობა შეზღუდული იქნება. შეგახსენებთ, რომ ევროპის ლიგის ფინალი პოლონურ გდანსკში 26 მაისს გაიმართება. პოლონურმა მხარემ დასტური მისცა უეფას, სტადიონზე ტევადობის 25%, ანუ 9500 მაყურებელი შეუშვას. ამ რაოდენობიდან 2-2 ათას ბილეთს ფინალისტები მიიღებენ. კიდევ 2 ათასი ბილეთი უეფას საიტზე ღია გაყიდვაში დაიდება. დარჩენილ...
ჭდე: ვილიარეალი
კუბომ ვერ გაიტანა
„ელ მადრიგალზე”, რომელსაც 1997 წლიდან ოფიციალურად „ესტადიო დე ლა კერამიკა” ჰქვია, რადგან ესპანეთის იმ რეგიონში, სადაც ვილიარეალი მდებარეობს კერამიკის წარმოებაა განვითარებული, ხერარდ მორენომ მეორე ტაიმში პენალტი შეაგდო და „რეალს” ანგარიში გაუთანაბრა. შეხვედრა ასეც დასრულდა — 1:1. მადრიდელებმა, რომლებიც კვლავ არ ჰგავდნენ გუნდს, რომელიც ახლო წარსულში ქვეყანას აზანზარებდა, მეორე წუთზე გახსნეს ანგარიში. გოლი ლამაზი იყო, დინამიკური...
ანსუ! – კუმანის ბრწყინვალე დებიუტი
რონალდ კუმანს „ბარსელონას” მწვრთნელის რანგში ზღაპრული დებიუტი ჰქონდა. „ბარსამ” „ვილიარეალს” 4:0 მოუგო. ამ შეხვედრას ჰყავდა გამოკვეთილი გმირი: ანსუ ფატი! ბიჭუნამ, რომელიც ჯერ მხოლოდ 17 წლისაა და თვრამეტისა 31 ოქტომბერს გახდება, ორი გოლი თავად გაიტანა (პირველი იხ. ვიდეოზე) და ერთიც პენალტი მოიპოვა, რომელიც ლეო მესიმ შეაგდო. მეოთხე გოლი სტუმარმა პაუ ფრანსისკო ტორესმა თავის კარში ჩაჭრა და...
ემერიმ ვილიარეალი ჩაიბარა
უნაი ემერი „ვილიარეალის“ მთავარი მწვრთნელია, – გვამცნობს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი. ხელშეკრულება სამწლიანია და 2023 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. ამ თანამდებობაზე ემერიმ ხავიერ კალიეხა შეცვალა, რომელიც სამი დღის წინ გაათავისუფლეს. ემერის ბოლო სამუშაო ადგილი ლონდონის „არსენალი“ გახლდათ, საიდანაც ის შარშან, წლინახევრიანი მუშაობის შემდეგ დაითხოვეს. კარიერაში ესპანელი სპეციალისტი „არსენალის“ გარდა „სევილიას“, „ვალენსიას“, მოსკოვის „სპარტაკსა“ და „პარი სენ-ჟერმენს“ წვრთნიდა....
მტრების დარტყმები…
ესპანეთში პირველობისთვის ბრძოლა ძალიან დაძაბულად მიმდინარეობს. ელ კლასიკომდე, პირველ ადგილზე „ბარსელონა“ თუ იყო, ახლა „რეალი“ გალიდერდა და, არ დაგვავიწყდეს, რომ გასათამაშებელი კიდევ 33 ქულაა. დარჩენილ დროში რა მოხდება, კაცმა არ იცის. თანამედროვე ფეხბურთში ყველაფერს ითვლიან და ლა ლიგაშიც ყველაფერი დაიანგარიშეს. როგორც გაირკვა, კარისკენ დარტყმების მხრივ ესპანეთში პირველ ადგილზე „რეალია“ – საშუალოდ, მატჩში 16.15; მეორეზე „ვილიარეალი“...
რა გუნდია ბარსა მესის გარეშე?
„ბარსელონა” მესის გარეშე ჩემს გუნდს არაფრით სჯობსო, ასე თქვა „ვილიარეალის” მწვრთნელმა ხავი კალეხამ. ამ ორი გუნდის შეხვედრა „კამპ ნოუზე” „ბარსამ” მოიგო – 2:1. მესიმ მხოლოდ პირველ ტაიმში ითამაშა, შესვენების შემდეგ კი ტრავმის გამო მოედანი დატოვა. ის ოსმან დემბელემ შეცვალა. სანამ მოედანზე იყო, არგენტინელმა ანტუან გრიზმანს მიაწოდა საგოლე პასი. გრიზმანმა მიმდინარე სეზონში „ბარსას” მაისურით მესამე გოლი შეაგდო....





