როდესაც ჟურნალისტიკის სტანდარტი იკარგება, პატივისცემაც ქრება და ნდობასაც. ჟურნალისტიკა მწარე სიმართლეა, მით უფრო მაშინ, როდესაც ვინმეს ეწყინება… ამას წინათ, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა თქვა, ეროვნული ჩემპიონატის დონე კატასტროფული რომ არის, რა ჩემი ბრალიაო, ეს კი მედიის დიდმა ნაწილმა ისე „გაატარა“, თითქოს არაფერი მომხდარა. ისევ მოყვარულებმა გაიხსენეს და ვიდეო დადეს, 2014 წელს, სფფ-ს პრეზიდენტი წინასაარჩევნოდ...
Author: გიორგი ხარშილაძე (გიორგი ხარშილაძე)
ხოხავს, სულს ღაფავს, ხრიალებს…
„თერგი ჰრბის, თერგი ღრიალებს, კლდენი ბანს ეუბნებიან“… ამბობდნენ, 1981 წლის გამარჯვებით ნუ ცხოვრობთ, ეგ დრო წავიდა, საქართველოში ფეხბურთი მოკვდაო. დღეს მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მეკარე გვყავს. გვყავს შემტევი, რომელზეც ანტონიო კონტე გუნდის აშენებას აპირებს, პსჟ კი ყველაფერს აკეთებს, რომ გადაიბიროს. „მკვდრისთვის“ მეტისმეტად ამბიციური განაცხადია. ევროპის ჩემპიონატზე ღირსეულად ვითამაშეთ, ჯგუფიდან გავედით და მომავალ ჩემპიონებთან დავმარცხდით. თქმა არ...
რატომ (არ) წავიდა ჯაბა?
ჯაბა კანკავამ განცხადება გაავრცელა – ევრო 2024-ზე არ წავალო. მარტში კაპიტანი ნაკრებს დაუბრუნდა, მაშინ როცა ისტორიული საქმე იყო გასაკეთებელი, გუნდი ევროპაზე უნდა გასულიყო. მან მინდორზე მეტი გასახდელში გააკეთა. იმ თამაშების ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი კადრი ის იყო – ცვლილებაზე შესულ კანკავას გურამ კაშიამ სამკლავური მინდორზევე რომ დაუბრუნა. და რატომ თქვა ჯაბამ ევროპის ჩემპიონატზე თამაშზე უარი? მით...
მადონინები
როცა იტალიელს უნდა თქვას „ღმერთო ჩემო“, იტყვის – „მადონა“. იქ მარიამ ღვთისმშობელს ყველაზე მეტს უგებენ და მას ყველაზე მეტჯერ ახსენებენ. ამ ქვეყანაში ბევრი მადონაა, ფლორენციაში მთავარ ტაძარს სანტა მარია დელ ფიორე ჰქვია, ქალწული მარიამის საპატივსაცემოდ; იქ არის სანტა მარია ნოველაც; რომში – სანტა მარია მაჯორე. როგორც ჩემმა მეგობარმა იხუმრა – იტალიელებს სულ სანტა მარია გაგა...
„მხოლოდ ამ ფორმისთვის“ – რომაული ბრაზი და სიყვარული
„როდესაც ლონდონი და ბერლინი არ არსებობდა, პარიზი კი მწყემსებს საძოვრად გაეხადათ, რომს იმპერია ჰქონდა“ რომს რომოლუსი და რემუსი არ დაუკარგავს – მხოლოდ მეტამორფოზა განიცადეს. რომაელებს რომ ჰკითხო, ისინი გარიბალდის შვილები არიან – არა იმპერიის, არამედ იტალიის. ამას ამბობენ, თუმც ისევ „სციპიონის ჩაჩქანზე“ მღერიან (იტალიის ეროვნული ჰიმნი), რომლითად კვლავინდებურად შეიმოსებიან, რათა მტერს ისე გაუსწორდნენ, როგორც კართაგენსა...
მოგონებები სიზმარეთიდან…
…ქალაქი, რომელმაც ყველაფერი იცის. ეფემერული საზღვრებით დატყვევებული, მარიამპლაცზე დადიხარ და რწმუნდები, რომ ადამიანს შეუძლია იყოს უფრო მეტი, ვიდრე კაცი. უახლოვდები, მაგრამ ვერ ეხები, ცხოვრობ მითოსში, სადაც ყველაფერია და ანგრევს წესრიგს, რომელშიც ცხოვრობდი. მიუნხენი პირობებს ყოველთვის ასრულებს. აქ მცხოვრებ ადამიანებს პატივს სცემს. არავინ გეტყვის, თუ არ მოგწონს – წადი. არავინ გეტყვის, ბიზნესი ასე მუშაობს და 8-ის...
ნეიმარმა მოხია…
ნეიმარს ბრაზილიაში წასასვლელად ვერც გახურებული სეზონი აბრკოლებს და, კორონავირუსის პანდემიისას ევროპაში რაღა გააჩერებს?! მიუხედავად იმისა, რომ ამ უხილავმა სენმა მის სამშობლოშიც შეაღწია, საფრანგეთისგან განსხვავებით შედარებით მსუბუქი სტატისტიკაა – სულ 367 შემთხვევა. მართალია ფრანგებს 18 მარტის მონაცემები ჯერ არ გამოუქვეყნებიათ, თუმცა საერთო ჯამში დაინფიცირებული იქ 7,730 ადამიანია და ეს ქვეყანა ევროპაში კორონავირუსის ერთ-ერთი მთავარი კერაა. მოსაზღვრე ესპანეთში კი...
უელსის ყველაფერი
ევრო 2020-ის გათამაშებაში გიგზის გეგმა მარტივია, მოედანზე ბეილთან ერთად კიდევ 10 სხვა ფეხბურთელი უნდა გაიყვანოს. ეს ფორმულა აქამდე წარმატებით მუშაობდა და, მიუხედავად იმისა, რომ „რეალის“ ვარსკვლავს კლუბში ხშირი სათამაშო დრო არ ეძლევა, მწვრთნელი ნაცადი ტაქტიკის შეცვლას არც ახლა აპირებს „ის როცა ჩვენთან არის, ყველა შეხვედრაში თამაშობს და მოედანზე ბოლომდე იხარჯება. ვერ გეტყვით მომავალში რა მოხდება, მაგრამ...
მტრების დარტყმები…
ესპანეთში პირველობისთვის ბრძოლა ძალიან დაძაბულად მიმდინარეობს. ელ კლასიკომდე, პირველ ადგილზე „ბარსელონა“ თუ იყო, ახლა „რეალი“ გალიდერდა და, არ დაგვავიწყდეს, რომ გასათამაშებელი კიდევ 33 ქულაა. დარჩენილ დროში რა მოხდება, კაცმა არ იცის. თანამედროვე ფეხბურთში ყველაფერს ითვლიან და ლა ლიგაშიც ყველაფერი დაიანგარიშეს. როგორც გაირკვა, კარისკენ დარტყმების მხრივ ესპანეთში პირველ ადგილზე „რეალია“ – საშუალოდ, მატჩში 16.15; მეორეზე „ვილიარეალი“...
ტრადიცია, ღირსება და ძალა
„ზაარბრუკენმა“ საფეხბურთო სამყაროს თავი კიდევ ერთხელ შეახსენა. გერმანიის თასის 1/4 ფინალში, ამ მეოთხელიგელმა გუნდმა, „დიუსელდორფი“ პენალტების სერიაში (7:6) დაამარცხა და პირველი კლუბი გახდა, რომელიც ასეთი დაბალი ლიგიდან ნახევარფინალში გავიდა. და რა გაუკეთებია ამ გუნდს აქამდე ისეთი, ფეხბურთის ქომაგის ყურადღება რომ მიიპყროს? მაგალითისთვის, შორეულ 1951 წელს უნდა მივაკითხოთ, როდესაც ეს გუნდი, საერთაშორისო რანგის შეხვედრაში, „სანტიაგო ბერნაბეუზე“...









