ხდება ხოლმე, ადამიანები რაღაცას ქმნიან და შემდეგ, შეგნებულად თუ შეუგნებლად, სამარადისო მონუმენტს საკუთარ სახელს უგებენ. თანამედროვე სამყაროში ფეხბურთი ხომ მხოლოდ მწვრთნელები და ფეხბურთელები აღარ არიან, საფეხბურთო მოღვაწეები კლუბის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ. ფლორენტინო პერესის დიდი ამბიციები რომ არა, შესაძლოა „რეალი“ დღეს ასეთი წარმატებული არ ყოფილიყო. მეორე მადრიდული გუნდისთვის, „ატლეტიკოსთვის“, ვისენტე კალდერონი სწორედ ასეთი პრეზიდენტი იყო....
Author: გიორგი ხარშილაძე (გიორგი ხარშილაძე)
თავი 41
ელ კლასიკო მოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ ეკრანებს ისეთი ხალხიც მიუსხდება, რომლებმაც ფეხბურთის სამყაროში მხოლოდ ათი გვარი თუ იციან. „რეალისა“ და „ბარსელონას“ შეხვედრები ყოველთვის საინტერესოა, დღეს კი, „სანტიაგო ბერნაბეუზე“, ორი დიდი კაპიტანისა და ლეგენდის – სერხიო რამოსისა და ლეო მესის 41-ე შერკინებას ვიხილავთ. … „ბარსას“ ათიანი ამ თამაშის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია (26 გოლით) და...
ასეთი გახსოვთ?!
ბუნდესლიგაში დაუჯერებელი ამბები ხდება. გერმანიის ჩემპიონატში რა არ გვახსოვს, კარის ბადეს გარეთ მოხვედრილი ბურთი გოლადაც ჩაუთვლიათ, მაგრამ გუნდები დემონსტრაციულად დამდგარიყვნენ და 13 წუთის განმავლობაში ბურთი ერთმანეთთან გაეთამაშებინათ – არა! მიზეზი გაინტერესებთ? გერმანელი გულშემატკივრების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ფეხბურთის ცენტრი მოთამაშეები და ქომაგები არიან, კლუბები კი არა კერძო საკუთრებაში, არამედ მუნიციპალიტეტის მფლობელობაში უნდა იყვნენ. მართალია დიტერ...
ნაბახუსევი ბავარიულად…
ლონდონში, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველ შეხვედრაში, “ბაიერნმა” “ჩელსი” 3:0 გაანადგურა. რა თქმა უნდა, მიუნხენელები ფავორიტები იყვნენ, თუმცა ინგლისში ასეთ დამაჯერებელ გამარჯვებას მაინც არავინ ელოდა. ამერიკელმა მომღერალმა, ბონ ჯოვიმ talkSPORT-თან ინტერვიუში თქვა, რომ წინა დღეს “ბაიერნის” რამდენიმე ვარსკვლავი ბარში ნახა, რომლებიც ვისკისა და ლუდს სიამოვნებით მიირთმევდნენ “თამაშის წინ ბარში რაღაც საქმეზე შევიარე და იქ ბაიერნის ფეხბურთელები...
მართე როგორც ფერარი
…თქმა რად უნდა, პეპ გვარდიოლას ტოტალური ფეხბურთი არ მოუგონია, ეს რინუს მიხელსის იდეა იყო, თუმცა კატალონიელმა ეს უფრო დახვეწა და სხვა სიმაღლეზე აიყვანა. ჟოზე მოურინიო და დიეგო სიმეონე დაბადებულნიც არ იყვნენ, ელინიო ერერა „ინტერს“ დაცვითი სტილის დიდ ფეხბურთს რომ ათამაშებდა. „ნერაძური“ მაშინ პირველ გოლს რომ გაიტანდა, თამაშიც დამთავრებული იყო. დღეს, პეპისა და ჟოზეს შემხედვარე, თითქოს...
120 წელი მწვერვალებისკენ
მიუნხენის კაფე „გრიზელაში“, 1900 წლის 27 თებერვალს, ფრანც ჯონის მეთაურობით, 11 კაცი შეიკრიბა და კლუბის დაარსება გადაწყვიტა… დღეს კი ძნელად დასაჯერებელია, რომ დიდებულ რეკორდმაისტერს საფუძველი ასე უღიმღამოდ ჩაეყარა. ხშირად ხდება, დიდი საქმეები პატარა ნაბიჯით იწყება. 29-დან პირველი ჩემპიონობა 32 წლის შემდეგ, 1931-1932 წლების სეზონში იზეიმეს. თითქოს ამ დროს გერმანული მანქანა მოიმართა კიდეც, მაგრამ ხელისუფლებაში ნაციონალ-სოციალისტები მივიდნენ, ჰიტლერი...





