„ვილიარეალის“ ბასკი მწვრთნელი უნაი ემერი შინ „ბარსელონასთან“ 1:3 დამარცხების შემდეგ აღშფოთებას ვერ მალავდა. ის დარწმუნებული იყო, რომ შეხვედრის დასაწყისში, ჯერ კიდევ 0:0-ზე, მისი გუნდის სასარგებლოდ პენალტი უნდა დანიშნულიყო. ემერი ითხოვს ვინმემ აუხსნას, რატომ არ დაუსტვინა მსაჯმა „პიკეს ეპიზოდში“ და კატალონიელების კარში პენალტი რატომ არ დანიშნა. „ბლაუგრანას“ ვეტერანმა მცველმა ხომ საჯარიმოში ბურთს გზა ხელით გადაუღობა. ასეთ...
ჭდე: ვილიარეალი
ვილიარეალი ქერიკის ორმოში ჩავარდა
ეს იყო მაიკლ ქერიკის პირველი მატჩი „მანჩესტერ იუნაიტედის“ თუნდაც დროებითი, მაგრამ მაინც თავკაცის როლში, რომელიც მან მოიგო. „იუნაიტედმა“ სტუმრად დაამარცხა „ვილიარეალი“. ქერიკმა ეს გამარჯვება კვირას გაშვებულ მწვრთნელს ოლე გუნარ სულშერს მიუძღვნა. საოცრება: მაიკლ ქერიკი გახდა ბოლო 90 წელიწადში პირველი ინგლისელი მწვრთნელი, რომელმაც „მანჩესტერ იუნაიტედს“ თავისი სადებიუტო შეხვედრა მოაგებინა. და რაკი პირველ წარმატებებზეა ლაპარაკი: ჯეიდონ სანჩომ...
ვალენსიამ დერბი მოიგო
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ რეგიონულ დერბიში 2:0 მოუგო „ვილიარეალს“. გიორგის კვლავ არ უთამაშია, გუნდის კარს ჯასპერ სილესენი იცავდა. მატჩის შემდეგ, „ღამურების“ თავკაცმა ხოსე ბორდალასმა თქვა: „გახარებულები ვართ. დღევანდელი გამარჯვება ქულების გარდა, სხვა მიზეზებითაც არის მნიშვნელოვანი. ყველაზე მეტად საკუთარი თავის რწმენა გვჭირდებოდა. „ვალენსიას“ გულშემატკივარს, უპირველეს ყოვლისა, სწორედ ამის ნახვა უნდა. მათ უნდათ ჰყავდეთ გუნდი, რომელიც გამარჯვებისთვის ყველაფერს...
დღეს ვალენსიაში დერბია
ლა ლიგის მე-12 ტურში გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ შინ, „მესტალიაზე“, „ვილიარეალს“ მასპინძლობს. „ღამურებს“ ზედიზედ 7 თამაშია არ მოუგიათ. „ვილიარეალთან“ შეხვედრას დერბის დატვირთვაც აქვს, რადგან ქალაქი ვილია-რეალი ვალენსიის ავტონომიურ თემში შედის. „ვილიარეალს“ უნაი ემერი წვრთნის. „ვალენსიას“ თავკაცს ხოსე ბორდალასს ორი გამოჯანმრთელებული ფეხბურთელი უბრუნდება. მოედანზე იქნებიან ტიერი რენდალი და კარლოს სოლერი, რომელმაც წინა, „ბეტისთან“ 1:4 წაგებული თამაში, ბოლო...
კეპა ჩელსის ისტორიაა
გუშინ ლონდონურმა „ჩელსიმ“ ინგლისის ლიგის თასის 1/8-ფინალში „საუთჰემპტონი“ პენალტების სერიაში 4:3 დაამარცხა. მანამდე, იმავე ტურნირის 1/16-ფინალში „ასტონ ვილასთან“ მატჩიც პენალტების სერიით დასრულდა – 4:3. კიდევ უფრო ადრე იყო ევროპის სუპერთასის მატჩი „ვილიარეალთან“ და ასევე პენალტების სერია – 6:5. სამივე ამ შემთხვევაში „ჩელსის“ კარს კეპა არისაბალაგა იცავდა. მან ლონდონურ კლუბში 7-დან 5-ჯერ მიიყვანა პენალტების სერია გამარჯვებამდე....
იცოდა!
კრიშტიანუ რონალდუმ მორიგი სიგიჟე ჩაიდინა: ჩემპიონთა ლიგის F ჯგუფის შეხვედრის 90+5 წუთზე „ვილიარეალს“ გოლი გაუტანა! ამ გოლის წყალობით „მანჩესტერ იუნაიტედმა“ მოიგო, 2:1. თავად რონალდუმ კი ვეტერანსა და ოდინდელ თანაგუნდელ რიო ფერდინანდს მესიჯი მისწერა, დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ შეხვედრას გოლის გარეშე არ დავტოვებდიო. არადა, „იუნაიტედი“ თამაშით „ვილიარეალს“ ვერ სჯობდა. ესპანელებმა პირველ ტაიმში ბევრი საგოლე მომენტი გაუშვეს...
სუპერკეპამ სუპერთასი ჩელსის მოუტანა
ევროპის სუპერთასი „ჩელსიმ“ მოიგო. მან ბელფასტში, „უინძორ პარკზე“ „ვილიარეალი“ დაამარცხა. ძირითადი დრო დასრულდა 1:1, დამატებითში გოლი არ გასულა, პენალტებში კი ლონდონელთაგან მარტო კაი ჰავერცმა ვერ გაიტანა, ხოლო ესპანური გუნდის ფეხბურთელებიდან ალჟირელ აისა მანდისა და 35 წლის რაულ ალბიოლს მოეცარათ ხელი. ჩემპიონთა ლიგისა და ევროლიგის გამარჯვებულთა შეხვედრაში ყველაზე მეტად იმან მიიპყრო ყურადღება, რომ „ლურჯების“ მწვრთნელმა თომას...
პენალტები, პენალტები, ჭრელი, ათასფერადი
პოლონეთის ქალაქ გდანსკში, „ვილიარეალმა” „მანჩესტერ იუნაიტედთან” ევროლიგის ფინალის ძირითადი და დამატებითი დრო 1:1 ითამაშა, პენალტების სერიაში კი 11:10 მოიგო. ეს გახლდათ „ვილიარეალის” პირველი გამარჯვება ევროშეჯიბრებაში, რომელიც გუნდმა უკიდურესად დრამატულად მოიპოვა: ესპანეთის მეშვიდე გუნდმა ინგლისის მეორე გუნდს თერთმეტივე პენალტი გაუტანა. მათგან ბოლო, მეკარე ხერონიმო რულიმ შეაგდო, რომელმაც, შემდეგ, კოლეგის დავიდ დე ხეას დარტყმა მოიგერია და გუნდს...
მანჩესტერი დღესვე მზადაა
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ უკვე დაიწყო მზადება ევროპა ლიგის ფინალისთვის, რომელიც 26 მაისს პოლონურ გდანსკში გაიმართება. როგორც ინგლისური მედია იტყობინება, ოლე გუნარ სულშერმა, „მანჩესტერის“ მთავარმა მწვრთნელმა „ფულემთან“ პრემიერლიგურ შეხვედრაშიც ის შემადგენლობა ათამაშა, რომელსაც ფინალში გაიყვანს. მატჩი, მოგეხსენებათ, ფრედ 1:1 დასრულდა და მასპინძელთაგან თავი ურუგვაელმა ედინსონ კავანიმ გამოიჩინა ბრუნო ფერნანდეშის გადაცემის შემდეგ. პორტუგალიელმა კიდევ ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა....
ემერი რასაკვირველია ისევ ევროლიგის ფინალშია
ევროლიგის ფინალში „ვილიარეალი” გავიდა. ეს იმას ნიშნავს, რომ „არსენალი” გავარდა ანუ ჩემპიონთა ლიგის მსგავსად, ევროლიგაშიც ინგლისური ფინალი ვერ შედგება — „მანჩესტერ იუნაიტედს” „ვილიარეალთან” მოუწევს საქმის დაჭერა. კიდევ, „არსენალის” გავარდნა იმას ნიშნავს, რომ ამ კლუბმა 26 წლიანი უწყვეტი ევროისტორია დაასრულა. თუმცა, მაინც დავურთოთ სიტყვა სავარაუდოდ. სავარაუდოდ იმიტომ, რომ „მეთოფეები” პრემიერლიგის ცხრილში მე-9 ადგილზე არიან და მეექვსეზე...









