ესპანეთის სამეფო თასის მერვედფინალში „რეალი” ვილიარეალში 0:2-ს აგებდა. მე-4 წუთზე ეტიენ კაპუმ გახსნა ანგარიში, 42-ეზე კი სამუელ ჩუკვუეზემ მეორეც შეაგდო. ასე დასრულდა პირველი ტაიმი, შესვენების შემდეგ კი ვინისიუს ჟუნიორმა, ედერ მილიტაომ და დანი სებალოსმა სამი გოლი გაიტანეს და „თეთრები” მეოთხედფინალში გავიდნენ. ვინისიუსის გოლამდე ერთი წუთით ადრე, 56-ეზე, მადრიდელთა თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ ტონი კროოსი და როდრიგო...
ჭდე: ვილიარეალი
ვალენსიას მარცხი, მამარდას ძლიერი თამაში
გიორგი მამარდაშვილი გამორჩეული ფიგურა იყო. მეკარემ კიდევ ერთხელ ითამაშა დიდებულად და თავისი გუნდი უფრო დიდი ანგარიშით წაგებისგან იხსნა. გაშვებული გოლები მისი ბრალი არ იყო, — წერს AS „ვილიარეალისა” და „ვალენსიას” შეხვედრის შემდგ, რომელიც მასპინძლებმა 2:1 მოიგეს. მამარდაშვილს შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ მიიჩნევს ვალენსიას ავტონომიური ოლქის ყველაზე პოპულარული ინტერნეტ გამოცემა „სუპერდეპორტეც”, თუმცა მას მიაჩნია, რომ მეორე გოლის...
ოსიმენი და კვარა საკმარისი არ არის
„ნაპოლიმ” „დიეგო მარადონაზე” ამხანაგური შეხვედრა წააგო ესპანურ „ვილიარეალთან” — 2:3. ხვიჩა კვარაცხელიამ ნეაპოლელთა მეორე გოლი გაიტანა, პენალტით, რომელიც ალესიო ძებრინმა მოიპოვა. გთავაზობთ „ლა გაძეტა დელო სპორტის” მიმოხილვას: „საგანგაშო არ არის, მაგრამ ბრწყინვალე ნამდვილად არ ყოფილა. „ნაპოლიმ” „მარადონაზე” 2:3 წააგო „ვილიარეალთან”, რომელშიც მისი ნაქები ყოფილი ფეხბურთელები პეპე რეინა და რაულ ალბიოლი თამაშობდნენ. უპირველესად უნდა ითქვას, რომ...
სხვა ემერი
„ასტონ ვილას“ ახალი თავკაცის, უნაი ემერის რე-დებიუტი პრემიერლიგაში გასულ უქმეებზე შედგა და შესანიშნავი გამოდგა – ბირმინგემელებმა „მანჩესტერ იუნაიტედი“ შინ 3:1 დაამარცხეს. ემერი დარწმუნებულია, რომ ახლა გაცილებით მომზადებულია მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს ლიგაში სამუშაოდ. „ახლა პრემიერლიგური გამოწვევისთვის უფრო მზად ვარ, ვიდრე „არსენალში“ მუშაობისას. ზურგს „მეთოფეებთან“ ყოფნის წელიწადი და ოთხი თვე მიმაგრებს. იყო გარემოებები, რის გამოც ლონდონური კლუბის...
კვეკვესა და წიტას ტრილერი
ნიკა კვეკვესკირისა და გიორგი წიტაიშვილის „ლეხი” კონფერენციის თასზე, სტუმრად 3:4 დამარცხდა „ვილიარეალთან”. ესპანური გუნდისთვის ეს ზედიზედ მერვე წაუგებელი შეხვედრა იყო. „ვილიარეალი” ესპანეთში დაფრინავს. ის ევროპის 15 ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე ლიგის გუნდებიდან ერთადერთია, რომელსაც 2022-23 წლების სეზონში გოლი არ ჰქონდა გაშვებული მაგრამ, მწვრთნელმა უნაი ემერიმ „ლეხთან” შეხვედრაში შემადგენლობა გადაახალისა და… გაუტანა კიდეც მე-2 წუთზე მიხალ...
ლივერპულთა შორის ულივერპულესი
იურგენ კლოპის „ლივერპულმა” ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში „ვილიარეალს” 2:0 მოუგო, ინგლისელმა ვეტერანებმა რიო ფერდინანდმა, მაიკლ ოუენმა და პიტერ კრაუჩმა კი ერთხმად აღიარეს, რომ მერსისაიდელებს ასეთი გუნდი მათ მეხსიერებაში არ ჰყოლიათ. პირველი გოლი თავის კარში ფორმალურად ეკვადორელმა პერვის ესტუპინანმა გაიტანა (ჯორდან ჰენდერსონის დარტყმა რიკოშეტით ბადეში შევარდა), მერე კი სადიო მანემ მო სალაჰის პასით ახლოდან მიაღწია მიზანს. ეს...
როცა ფეხბურთს 33 წლის ასაკში გასწავლიან
აი, რა თქვა „ვილიარეალის“ ნახევარმცველმა ეტიენ კაპუმ: „ემერი არის მწვრთნელი, რომელსაც სულ ტაქტიკური სიახლეები აქვს. სიტუაციას სხვადასახვანაირად უყურებს და შთაბეჭდილება მრჩება, რომ მეტოქეს ასწრებს. ვფიქრობ, ემერი გენიოსია, მას ფეხბუღთელებისგან საუკეთესო თვისებების გამოყენების დიდი ნიჭი აქვს. პირადად მე 33 წლისამ ვისწავლე ფეხბურთი. მწვრთნელის პიროვნება ბევრს ნიშნავს და მის ვალში ვარ“. მისტერ-ევროპა ლიგა ემერი ახლა ჩემპიონთა ლიგას...
რატომ არ იდგა მამარდაშვილი კარში?
სილესენი კარში რატომ დააყენეთ, ამით ფინალის წინ მამარდაშვილი დაიცავით? — ჰკითხეს „ვილიარეალთან” 0:2 წაგების შემდეგ „ვალენსიას” მწვრთნელ ხოსე ბორდალასს. მან პირდაპირ პასუხს თავი აარიდა: „ყოველთვის იმას ვამბობ, რომ ჩვენი სამივე მეკარე თავდაუზოგავად მუშაობს, ისინი მოტივირებულები არიან, მე კი კმაყოფილი ვარ. დღეს კარში ჯასპერის დაყენება გადავწყვიტე. ეს იყო თამაში, რომელშიც სილესენი გუნდში უნდა მოხვედრილიყო. შაბათის ამბავს...
კანისარესი მსაჯებს მოსდგა
დღეს ლა ლიგაში მორიგი ტურის მატჩებია. გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია” სტუმრად თამაშობს „ვილიარეალთან”, შაბათს კი შინ წააგო „ოსასუნასთან” 1:2. ესპანეთში 32-ე ტური საკამათო ეპიზოდებით იყო სავსე. მსაჯებმა და VAR-მა ბევრ ეპიზოდში მიიღეს ისეთი გადაწყვეტილება, რომელმაც შეხვედრის ბედზე გავლენა იქონია. სადავო მომენტები იყო ტურის ცენტრალურ შეხვედრაშიც, სადაც „სევილიამ” „რეალთან” 2:3 წააგო. „ატლეტიკომ” „ესპანიოლს” თითოდან გამოწოვილი პენალტის წყალობით...
შუიდან კი გაიტანა, მაგრამ ვერ მოიგო
„ატლეტიკო“ ესპანეთის ჩემპიონია და ამბიციებიც დიდი აქვს, მაგრამ წუხელ, ვილიარეალში ნათამაშებმა 2:2-მა ორი საჭირო ქულა დააკარგვინა. 20 ტურის შემდეგ დიეგო სიმეონეს გუნდი 33 ქულით მე-4 ადგილზეა. მდგომარეობა რთულია, რადგან ლიდერთან, „რეალთან“ ჩამორჩენა 16 ქულას უდრის, გარშემო კი ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრის მსურველები არიან ჩასაფრებული: „ატლეტიკოს“ მასავით 33 ქულიანი „რეალ სოსიედადი“ და 32 ქულიანი „ბარსელონა“ მოსდევენ. რაც...









