დღეს ლა ლიგაში მორიგი ტურის მატჩებია. გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია” სტუმრად თამაშობს „ვილიარეალთან”, შაბათს კი შინ წააგო „ოსასუნასთან” 1:2.
ესპანეთში 32-ე ტური საკამათო ეპიზოდებით იყო სავსე. მსაჯებმა და VAR-მა ბევრ ეპიზოდში მიიღეს ისეთი გადაწყვეტილება, რომელმაც შეხვედრის ბედზე გავლენა იქონია. სადავო მომენტები იყო ტურის ცენტრალურ შეხვედრაშიც, სადაც „სევილიამ” „რეალთან” 2:3 წააგო. „ატლეტიკომ” „ესპანიოლს” თითოდან გამოწოვილი პენალტის წყალობით მოუგო (2:1) — ეს პენალტი დიეგო სიმეონეს გუნდს მსაჯმა 90+10 წუთზე უბოძა. სადავო ეპიზოდები იყო „ვალენსიასა” და „ოსასუნას” ზემოთ ნახსენებ შეხვედრაშიც.
„ღამურებისა” და ესპანეთის ნაკრების ლეგენდარულმა მეკარემ სანტიაგო კანისარესმა თავის „იუთუბ არხზე” ზოგადად მსაჯობაზე, კერძოდ კი „მესტალიაზე” მელერო ლოპესის მუშაობაზე გამოთქვა თავისი მოსაზრება:
„ვალენსიასა” და „ოსასუნას” შეხვედრაში მსაჯმა ბრაიან ხილის წაქცევისთვის აშკარა პენალტი არ დანიშნა. პამპლონელი ლუკას ტორო მეორე ყვითლით უნდა დაესაჯა და პირველი ტაიმის ბოლო წამებზე მოედნიდან უნდა გაეძევებინა. საერთოდ არ მესმის, რატომ არ დასაჯა ტორო VAR-მა და რატომ არ ერევა ის ასეთ შემთხვევებში, როდესაც მეორე ყვითელმა ბარათმა შეიძლება შეხვედრის ბედი გადაწყვიტოს.
კიდევ, იყო გონსალო გედეშის გოლი, რომელიც არ ჩაითვალა, რადგან მსაჯმა დიაქაბი მეკარეზე თავდასხმისთვის ტყუილად დააჯარიმა. ერთი სიტყვით, „მესტალიაზე” საშინელი მსაჯობა ვნახეთ. მან „ვალენსია” დააზარალა”, — თქვა კანისარესმა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი30/06/2026 | 09:45ორი გრანდი პენალტებით გავარდა
აქეთურ-იქითური29/06/2026 | 09:34კაცი ძეგლი კონგოდან
აქეთურ-იქითური29/06/2026 | 08:51ლინეკერი: საფრანგეთი გერმანიას იოლად მოუგებს
აქეთურ-იქითური29/06/2026 | 08:07ავსტრია vs ალჟირი ჩაწყობილი იყო?
