ამთავითვე ცნობილია, რომ „რეალს’’ ცხელი ზაფხული ელის. მადრიდული კლუბი მნიშვნელოვან გაძლიერებას აპირებს. მკაფიოდ არის განსაზღვრული პრიორიტეტები: ნახევარდაცვა და დაცვის ცენტრი. მოსალოდნელია, რომ ვალდებებასის ბაზას დაუბრუნდებიან „ლიონში’’ იჯარით გაშვებული ენდრიკი და არგენტინელი ნიკო პასი, რომელიც „კომოში’’ ბრწყინავს, ოღონდ მათ გარდა ახალ სახეებსაც ვიხილავთ. იყიდის თუ არა „რეალი’’ პორტუგალიელ ვიტინიას ან მისი კალიბრის ვარსკვლავს, არავინ იცის, ის...
ჭდე: ოსასუნა
ჟორჟის წყნარი შეხვედრა
„ის იზოლირებული იყო. სულ ორიოდ ვარიანტი ჰქონდა. კარში მხოლოდ ერთხელ დაარტყა’’, ― დაწერა AS-მა ჟორჟ მიქაუტაძის შესახებ. ქართველი თავდამსხმელის გუნდმა, „ვილიარეალმა’’ 22-ე ტურის შეხვედრაში პამპლონაში „ოსასუნასთან’’ 2:2 ითამაშა. სტუმართაგან ორივე გოლი ხერარდ მორენომ გაიტანა. მორენოს ერთ შეხვედრაში ორჯერ ორ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში არ ჰქონდა გატანილი. ამრიგად, „ვილიარეალი’’ ლა ლიგაში ზედიზედ მეოთხე მარცხს გადარჩა. ზედიზედ...
მიქაუტაძის თავური გოლი
„ვილიარეალმა’’ ლა ლიგაში შინ ზედიზედ მეშვიდე თამაში მოიგო. ეს იყო მატჩი, რომელშიც „ყვითელი წყალქვეშა ნავი’’ თავიდან ჩამორჩა მოწინააღმდეგეს, მერე კი ბედი სათავისოდ შემოატრიალა. ამ დღეს „ოსასუნას’’ ყველაზე დიდი პრობლემა საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ჟორჟ მიქაუტაძე გახლდათ. მან თავიდანვე შექმნა მომენტები. პირველი სახიფათო ეპიზოდი მაშინ შეიქმნა, როდესაც ქართველი მეტოქის საჯარიმოში წაიქცა, მაგრამ მსაჯმა ისიდრო დიასმა თამაშის გაგრძელება...
კორბერანი: მამარდაშვილს პირად საუბარში ვეტყვი
„ცალკეული ფეხბურთელების თამაშს საჯაროდ არასდროს ვაფასებ. მე ამას კერძო საუბარში ვაკეთებ. ჩავარდნები მუშაობით სწორდება’’, ― თქვა „ვალენსიას’’ მწვრთნელმა კარლოს კორბერანმა, როდესაც ჰკითხეს თუ რატომ ვეღარ თამაშობს გიორგი მამარდაშვილი ბოლოდროს კარგად. ქვემოთ გთავაზობთ „ოსასუნასა’’ და „ვალენსიას’’ შეხვედრის (3:3) მომენტებს, რომელთა მიხედვით საქართველოს ნაკრების მეკარის თამაშზე თავად შეგექმნებათ წარმოდგენა. ჩვენი მხრიდან დავძენთ, რომ flashscore-მა მამარდაშვილს 6.0 დაუწერა,...
იყო მამარდაზე პენალტი?
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” „ოსასუნას” უმასპინძლა. წარმოუდგენლად მოსაწყენი შეხვედრა 0:0 დასრულდა. როგორ უნდა შეფასდეს ეს შედეგი? როგორც ერთ-ერთი აუტსაიდერის მიერ ქულის მოპოვება თუ შინ ორი ქულის დაკარგვა? მატჩის შემდეგ „ღამურების” მწვრთნელმა რუბენ ბარახამ თქვა: „ცხელი შუადღის შემდეგ მოედნის საფარმა ხელი არ შეგვიწყო. რასაკვირველია მოგება გვინდოდა, მაგრამ კარგია, რომ ქულა მოვიპოვეთ. ეს პოზიტიური მომენტი იყო. შეხვედრის მიწურულს...
რატომ გადაწყვიტა ბუდიმირმა ბოლოწამს კუთხის შეცვლა?
ჩვენთვის, ქართველი გულშემატკივრისთვის „ოსასუნასა” და „ვალენსიას” შესხვედრა უპირველეს ყოვლისა იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ „ღამურებს” ქართველმა მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა უკაპიტნა. ესპანეთში ტრადიციაა: კაპიტნის სამკლაურს ის ფეხბურთელი იკეთებს, რომელსაც ამ კონკრეტულ გუნდში ყველაზე მეტი თამაში აქვს ჩატარებული. წარმოიდგინეთ, რა სტაბილური და მაღალი დონის მოთამაშე უნდა იყოს 23 წლის ბიჭი, რომ თამაშზე გაუძღვეს ისეთ გუნდს, როგორიც „ვალენსიაა”. პამპლონაში...
როგორი გოლი გაუტანა ოსასუნამ ვალენსიას?
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” ორი მოგების შემდეგ შინ წააგო „ოსასუნასთან” — 1:2. მატჩი ქართველი მეკარისა და მისი გუნდისთვის უიღბლო გამოდგა. „ოსასუნამ” ანგარიში VAR-ის მიერ დანიშნული პენალტით გახსნა — გოლი აიმარ ოროსმა შეაგდო. მეორე ტაიმში „ღამურებმა” მეტოქეს აჯობეს, მის კართან მომენტები შექმნეს და მე-80 წუთზე უგო დურომ ანგარიში თავურით გაქვითა. შეხვედრის შინაარსიდან გამომდინარე დარჩენილი დროით თითქოს მასპინძლებს...
ვალენსიამ მოიგო, მამარდას საქმე არ ჰქონდა
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიას” მიმდინარე სეზონში მესამე მწვრთნელი ჰყავს და გუნდი უკვე მესამედ იცვლის იერსახეს. პირველი თავკაცი, ჯენარო გატუზო, ფეხბურთელებს ბურთის ფლობასა და ეგრეთწოდებულ მაღალ პრესინგს სთხოვდა, რის გამოც მეტოქეები სწრაფ კონტრშეტევებზე გადმოსვლას ახერხებდნენ. „ღამურების” დაცვა ასეთ ტაქტიკას ვერ უძლებდა და ქართველ მეკარეს ხშირად უწევდა კარის გადარჩენა. მეორე მწვრთნელი, ვორო, ისე ცოტა ხანს იყო, რომ ხეირიანად...
მამარდამ პამპლონადან სამი ქულა წამოიღო
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” პამპლონაში „ოსასუნა” დაამარცხა 2:1 და სტუმრად უიღბლობის ჯაჭვი გაწყვიტა — „მესტალიას” გარეთ ზედიზედ შვიდი შეხვედრიდან ერთიც არ მქონდა მოგებული. სათამაშო ინიციატივა მეტწილად მასპინძლებისა იყო, თუმცა მატჩი უფრო სამი წითელი ბარათით და ორი გაცუდებული პენალტით შემორჩება მეხსიერებას. სამი წითლიდან ორი „ოსასუნას” ფეხბურთელებმა მიიღეს, ერთი კი ვალენსიელმა მუკტარ დიაჰაბიმ, ისიც მსაჯის წამატებულ წუთებში, როდესაც...
კანისარესი მსაჯებს მოსდგა
დღეს ლა ლიგაში მორიგი ტურის მატჩებია. გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია” სტუმრად თამაშობს „ვილიარეალთან”, შაბათს კი შინ წააგო „ოსასუნასთან” 1:2. ესპანეთში 32-ე ტური საკამათო ეპიზოდებით იყო სავსე. მსაჯებმა და VAR-მა ბევრ ეპიზოდში მიიღეს ისეთი გადაწყვეტილება, რომელმაც შეხვედრის ბედზე გავლენა იქონია. სადავო მომენტები იყო ტურის ცენტრალურ შეხვედრაშიც, სადაც „სევილიამ” „რეალთან” 2:3 წააგო. „ატლეტიკომ” „ესპანიოლს” თითოდან გამოწოვილი პენალტის წყალობით...









