„ის იზოლირებული იყო. სულ ორიოდ ვარიანტი ჰქონდა. კარში მხოლოდ ერთხელ დაარტყა’’, ― დაწერა AS-მა ჟორჟ მიქაუტაძის შესახებ. ქართველი თავდამსხმელის გუნდმა, „ვილიარეალმა’’ 22-ე ტურის შეხვედრაში პამპლონაში „ოსასუნასთან’’ 2:2 ითამაშა. სტუმართაგან ორივე გოლი ხერარდ მორენომ გაიტანა. მორენოს ერთ შეხვედრაში ორჯერ ორ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში არ ჰქონდა გატანილი. ამრიგად, „ვილიარეალი’’ ლა ლიგაში ზედიზედ მეოთხე მარცხს გადარჩა. ზედიზედ ოთხი კი „ყვითელ წყალქვეშა ნავს’’ ბოლოს 2023 წლის თებერვალში ჰქონდა წაგებული.
ამ შეხვედრის მიხედვით საქართველოს ნაკრების თავდამსხმელზე ბევრს ვერ ვილაპარაკებთ. მხოლოდ ის შეიძლება ითქვას, რომ ის ძალიან ინდომებდა და მოედნიდან გასვლის დროს მწვრთნელი მარსელინო მადლობის ნიშნად გადაეხვია. რაც შეეხება ისეთ ქმედებებს, რომლებიც სტატისტიკოსებს და გულშემატკივარს აინტერესებს თამაშის სურათიდან გამომდინარე მას არ ჰქონია.
მიქაუტაძემ მოედანზე დაჰყო 75 წუთი, კარში ერთხელ დაარტყა, მოსალოდნელი გოლების კოეფიციენტი (ითვლიან კარამდე მანძილის, დარტყმის კუთხის, დარტყმის ტიპის, სიტუაციის და მცველების განლაგების მიხედვით) ჰქონდა 0.04, დაარტყა საჯარიმოს გარედან, ააცილა (თუმცა ჩვეულებრივი გულშემატკივრის გადასახედიდან სახიფათო დარტყმა იყო), გადააწოდა 9 სწორი და 2 არასწორი პასი.
flashscore – 6.3; sofascore – 6.4; whoscored – 6.3; fotmob – 6.0
„ვილიარეალს’’ თამაშით ნაკლები აქვს და 42 ქულით მე-4 ადგილზეა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური27/07/2026 | 08:27არსენალს ვინისიუსი მონდომებია
მთავარი ამბავი27/07/2026 | 07:13რატომ თქვა პსჟ-მ დიომანდეს ყიდვაზე უარი?
მთავარი ამბავი26/07/2026 | 10:00მამარდას პირველი ამხანაგური
სიახლეები26/07/2026 | 08:42ჯიჯიმ ცოლი მოიყვანა
