რობერტ ლევანდოვსკის მომავალი უცნობია. ჯერ არ გადაწყვეტილა დარჩება 37 წლის პოლონელი „ბარსელონაში’’ თუ არა. თავდამსხმელის კარიერის მომდევნო ეტაპის შესახებ საყურადღებო განცხადება მისმა ცოლმა, კარატისტმა, მსოფლიოს სამგზის და ევროპის ექვსგზის მედალოსანმა ანა ლევანდოვსკამ პოლონურ „პლეადასთან’’ ინტერვიუში გააკეთა.
„დავაკვირდებით, როგორ გავა ეს სეზონი „ბარსელონაში’’. ჯერჯერობით ისე ჩანს, რომ ის ჩემი მეუღლისთვის ამ გუნდში ბოლო იქნება. ჩვენ უკვე ყოველი წუთისგან მაქსიმუმი უნდა გამოვწუროთ, ყოველი მომენტით, ყოველი მატჩით, გულშემატკივრებთან ყოველი შეხვედრით უნდა ვისიამოვნოთ. იმედი მაქვს, რომ მის სახელს კატალონიელი ქომაგი ჯერ კიდევ ბევრი წლის განმავლობაში ახსენებს. მას თაობები არ დაივიწყებენ. მართალია მისი კარიერის დასასრული ახლოვდება, მაგრამ ეს ჯერჯერობით ბოლო არ არის’’, ― თქვა ანა ლევანდოვსკამ.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური08/11/2026 | 10:05ბარკოლა: გამიჭირდა, მაგრამ პსჟ დროულად დავტოვე
აქეთურ-იქითური08/11/2026 | 08:38რეალში პსჟ-ს მეთოდი ინერგება
სიახლეები08/11/2026 | 06:40პსჟ-მ მოკრძალებული თამაშით მოიგო
აქეთურ-იქითური07/11/2026 | 09:22დარჩა დიდი სიცარიელე
