
საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ, ტრადიციულად, გასული წლის საუკეთესო სპორტსმენები ასოციაციის წევრების გამოკითხვის შედეგად დაასახელა. სხვადასხვა ნომინაციებში საუკეთესოებს და სპორტის ჩინოსნებს, ასოციაციამ კლუბ „რესპუბლიკაში“ უპასპინძლა.
აი, ჩვენი რჩეულებიც:
საუკეთესო პარასპორტსმენი კაცი – გიორგი ქალდანი (ძიუდო)
საუკეთესო პარასპორტსმენი ქალი – ნინა თიბილაშვილი (ფარიკაობა)
საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი – ვახტანგ ლოლუა (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა)
საუკეთესო გუნდი – ძიუდოს ნაკრები
საუკეთესო მწვრთნელი – ლაშა გუჯეჯიანი (ძიუდო)
საუკეთესო სპორტსმენი ქალი – ეთერ ლიპარტელიანი (ძიუდო)
საუკეთესო სპორტსმენი მამაკაცი – ხვიჩა კვარაცხელია (ფეხბურთი)
დაჯილდოვდა საქართველოს სპორტის სამინისტრო, როგორც სსჟა-ს საუკეთესო პარტნიორი.
აუცილებლად სათქმელია, რომ სულ მესამე შემთხვევაა, როცა საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის გამოკითხვის შედეგად ქვეყნის საუკეთესო სპორტსმენად ფეხბურთელი დასახელდა. ხვიჩამდე იყვენენ სლავა მეტრეველი (1964) და რამაზ შენგელია (1981).

ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 15:27მამუ პორტლენდს არ ეყო
აქეთურ-იქითური26/10/2026 | 12:35მოედანზე და სკამზე
აქეთურ-იქითური25/10/2026 | 17:00ბასილაშვილმა ფინალი წააგო
აქეთურ-იქითური23/10/2026 | 14:13ბასილაშვილი ნახევარფინალშია
