ამთავითვე ცნობილია, რომ „რეალს’’ ცხელი ზაფხული ელის. მადრიდული კლუბი მნიშვნელოვან გაძლიერებას აპირებს. მკაფიოდ არის განსაზღვრული პრიორიტეტები: ნახევარდაცვა და დაცვის ცენტრი. მოსალოდნელია, რომ ვალდებებასის ბაზას დაუბრუნდებიან „ლიონში’’ იჯარით გაშვებული ენდრიკი და არგენტინელი ნიკო პასი, რომელიც „კომოში’’ ბრწყინავს, ოღონდ მათ გარდა ახალ სახეებსაც ვიხილავთ.
იყიდის თუ არა „რეალი’’ პორტუგალიელ ვიტინიას ან მისი კალიბრის ვარსკვლავს, არავინ იცის, ის კი ცნობილია, რომ კლუბი თავისი „ლა ფაბრიკას’’ აღზრდილებს დაეყრდნობა. როგორც Cadena SER იუწყება, ესპანეთის დედაქალაქის გუნდი აპირებს დაიბრუნოს კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელიც მის აკადემიაშია აღზრდილი.
ლაპარაკია 22 წლის ვიქტორ მუნიოსზე, რომელიც დღეს ევროპის ჩემპიონთა ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე კაშკაშა ამომავალ ვარსკვლავად ითვლება. ის „რეალმა’’ გასულ ზაფხულს 5 მილიონ ევროდ „ოსასუნას’’ მიჰყიდა, მაგრამ კონტრაქტით გამოსყიდვის უფლებაც დაიტოვა და ახლა… 8 მილიონად სწორედ ამ პუნქტის ამოქმედებას აპირებს. ალვარო არბელოას ან სხვა მწვრთნელს, რომელიც იმ დროისათვის „რეალის’’ სათავეში იქნება, მუნიოსი პრე-სეზონზე სრულ განკარგულებაში ეყოლება.
მოთამაშემ, რომელმაც კარლო ანჩელოტის დროს მადრიდში ეპიზოდურად გაიბრწყინა, „ოსასუნაში’’ დიდებული შთაბეჭდილება მოახდინა და ნაკრებშიც გამოიძახეს – გასულ კვირას სერბეთთან პირველი გოლიც შეაგდო. ვიქტორ მუნიოსი არის სწრაფი მარცხენა გარემარბი, დრიბლიორი, რომელსაც მეტოქეთა რიგებში არეულობა შეაქვს. ის იმდენად ეფექტურია, რომ თვით „ბარსელონამ’’ სცადა გადაბირება. უნდა აღინიშნოს, რომ „ბარსა’’ მისი მშობლიური ქალაქის გუნდია და ფეხბურთელმა ბურთი პირველად სწორედ მის საფეხბურთო სკოლაში გააგორა.
ესპანურ მედიაში გამოითქვა ეჭვი, რომ „რეალს’’ მუნიოსი შეიძლება მომავალში ძვირად გაყიდვის გამოც უნდოდეს. transfermarkt წერს, რომ მისი მაქსიმალური სატრანსფერო ფასი 20 მილიონი ევრო იყო.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური17/09/2026 | 08:43ირაოლა მამარდას შესახებ…
აქეთურ-იქითური17/09/2026 | 07:09მბაპემ ლოზუნგი არ გამოაჩინა
აქეთურ-იქითური16/09/2026 | 14:13რონალდ კუმანს მეუღლე გარდაეცვალა
აქეთურ-იქითური16/09/2026 | 11:00რენი ჩივის – პარიზში თამაში არ უნდა
