ჭდე: ოსასუნა

Home ოსასუნა
მამარდაშვილზე სალაპარაკო არაფერია
ჩანაწერი

მამარდაშვილზე სალაპარაკო არაფერია

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” შინ წააგო „ოსასუნასთან” 1:2. გაშვებულ გოლებში ქართველი მეკარის ბრალი არ არის და ესპანური მედიაც მისი თამაშის შეფასებისას ან მხოლოდ იმას აღნიშნავს, რომ პირველ ეპიზოდში გიორგიმ პენალტი კინაღამ აიღო (ბურთს მიწვდა, მაგრამ არგენტინელი ჩიმი ავილას დარტყმული იმდენად ძლიერი იყო, რომ ვერ მოიგერია) ან უბრალოდ ჩუმად არის, რადგან ამ შეხვედრაში საყურადღებო სხვა რამ უფრო...

სიმეონემ განსაკუთრებით ერთი გამოყო
ჩანაწერი

სიმეონემ განსაკუთრებით ერთი გამოყო

ესპანეთის ჩემპიონმა „ატლეტიკომ“  პამპლონაში „ოსასუნას“ 3:0 მოუგო. მატჩის შემდეგ მადრიდელთა თავკაცმა დიეგო სიმეონემ ნახევარმცველის, ლეგენდარული ესპანელი გარემარბის ფრანსისკო (პაკო) ხენტოს ძმის შვილიშვილის მარკოს ლორენტეს თამაში აღნიშნა. „თეთრ-წითლებმა“ წინა ტურში „ლევანტესთან“ 0:1 წააგეს, ასე რომ „ოსასუნასთან“ გამარჯვება გუნდისთვის მნიშვნელოვანი იყო. გოლები გაიტანეს ჟოაო ფელიქსმა, ლუის სუარესმა და ანხელ კორეამ. მომდევნო კვირაში „ატლეტები“ გამოკეთებული გუნებ-განწყობით ჩემპიონთა ლიგაში...

სევილიამ ორი ქულა დაკარგა
ჩანაწერი

სევილიამ ორი ქულა დაკარგა

„სევილიას“ ლა ლიგის ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ფეხი დაუცდა — პამპლონაში „ოსასუნასთან“ 0:0 ითამაშა. არადა, ხულენ ლოპეტეგის გუნდი „რეალთან“ ჩამორჩენის შემცირებას გეგმავდა. არ გამოვიდა. სევილიელებმა ორი ქულა დაკარგეს, „რეალი“ კი დღეს „გრანადას“ მასპინძლობს და თუ მოიგებს 6 ქულით დაწინაურდება. „ოსასუნას“ და „სევილიას“ შეხვედრაში ბევრი მომენტი არ ყოფილა. შეხვედრის ყველაზე ემოციური ამბავი მსაჯის წამატებულ წუთებზე მოხდა, როდესაც მასპინძლების...

ბარსელონა უარყოფით ციკლში
ჩანაწერი

ბარსელონა უარყოფით ციკლში

„ბარსელონამ“ პამპლონაში „ოსასუნასთან“ 2:2 ითამაშა. კატალონიელთა ახალმა მწვრთნელმა და ძველმა ვარსკვლავმა ჩავიმ შეხვედრას ობიექტური შეფასება მისცა. ფრე ის შედეგი არ იყო, რომელსაც „ბარსას“ თავკაცი ელოდა, მითუფრო რომ 30-ე წუთისთვის მისი გუნდი 2:1-ს იგებდა. ჩავი: „ამ შეხვედრაში ერთი ქულა საკმარისი არ იყო. ჩვენ უარყოფით ციკლში ვართ და არაფერი გამოგვდის. ასეთი დინამიკის შეცვლა ყოველთვის ძნელია, მაგრამ მუხლჩაუხრელად...

ანჩელოტი: თუ გინდათ გიჟად ჩამთვალეთ
ჩანაწერი

ანჩელოტი: თუ გინდათ გიჟად ჩამთვალეთ

„რეალმა“ „ოსასუნას“ უმასპინძლა და… 0:0 ითამაშა. კარლო ანჩელოტის შეგირდებს ძალიან უნდოდათ წინა ტურში, „ელ კლასიკოში“ მოპოვებული წარმატებისთვის (2:1) მორიგი მოგება მიეყოლებინათ, პამპლონელებს კი „გრანადასთან“ შინ ნათამაშევი 1:1 მძიმედ აწვათ გულზე. წუხანდელი ფრის შემდეგ, „რეალს“, „სევილიას“, „ბეტისს“ და „რეალ სოსიედადს“ 21 ქულა აქვთ, მაგრამ დღეს „სოსიედადი“ ვიგოში თამაშობს და ერთი ქულაც რომ მოიპოვოს, პირველზე გადავა. მატჩის...

მამარდაშვილის ვალენსია სამეულშია
ჩანაწერი

მამარდაშვილის ვალენსია სამეულშია

ოთხი ტურის შემდეგ, ლა ლიგის ცხრილს 10 ქულით „რეალი“, გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ და „ატლეტიკო“ ლიდერობენ. სეზონის წინ ძნელად თუ წარმოიდგენდა ვინმე, რომ „ღამურები“ ასეთ კამპანიაში ამოყოფდნენ თავს. ცხრილის ზედა სამეულში უმალ „ბარსელონას“ დაასახელებდნენ, მაგრამ ფაქტი ჯიუტია. მეხუთე ტურში კი მამარდაშვილის გუნდი უკვე სერიოზული გამოცდის წინაშე წარსდგება — ის „მესტალიაზე“ „რეალს“ უმასპინძლებს. „რეალი“არც „ხეტაფეა“ (1:0), არც...

თითქმის ჩემპიონი ატლეტიკოს დრამატული გამარჯვება
ჩანაწერი

თითქმის ჩემპიონი ატლეტიკოს დრამატული გამარჯვება

ლუის სუარესმა „ატლეტიკოსა” და „ოსასუნას” შეხვედრის 88-ე წუთზე გაიტანა გოლი, რომელიც მადრიდელებს სავარაუდოდ ესპანეთის ჩემპიონის ტიტულს მოუტანს. მისი წყალობით „ატლეტიკომ” 0:1 ჩამორჩენა 2:1 მოგებად აქცია. შესაბამისად, ჩემპიონობის ბედი კვლავ დიეგო სიმეონეს გუნდის ხელში რჩება. ახლა, თუკი ლუის სუარესი და კომპანია ლა ლიგის პირველობის ბოლო ტურში „ვალიადოლიდს” დაამარცხებს, ტიტულსაც მოიპოვებს, მაგრამ თუ ქულებს დაკარგავს, „რეალი” კი...

რეალმა ბოლოს მაინც გატეხა მეტოქე
ჩანაწერი

რეალმა ბოლოს მაინც გატეხა მეტოქე

„რეალმა” იწვალა, მაგრამ საბოლოოდ გატეხა „ოსასუნას” დაცვა, მეტადრე კი შეუვალი მეკარე სერხიო ერერა და უმნიშვნელოვანესი ორი ქულა მოიპოვა — 2:0. თამაშის ბედი 76-ე წუთზე ტრადიციული თავურით ედერ მილიტაომ გაიტანა. მან ისკოს მიერ კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი შეაგდო სტუმართა კარში. მადრიდელთა თავკაცმა ზინედინ ზიდანმა გარისკა, ჩემპიონთა ლიგაში „ჩელსისთან” საპასუხო ნახევარფინალური შეხვედრის წინ ლუკა მოდრიჩი და ტონი კროოსი...

ილაიშ მორიბას პირველი გოლი
ჩანაწერი

ილაიშ მორიბას პირველი გოლი

18 წლის ილაიშ მორიბა, რომელსაც სინამდვილეში მორიბა კურუმა კურუმა ჰქვია, „ოსასუნასთან” შეხვედრას არასდროს დაივიწყებს. ესპანეთის ასაკობრივი ნაკრებისა და „ბარსელონას” ნახევარმცველმა პირველი გოლი გაიტანა. „ახლაც ვერ ვიჯერებ, — თქვა მან მატჩის შემდეგ, — ლეომ პასი მომაწოდა, მე კი არ ვიცი როგორ, ის გავისწორე და ბედად, მარცხენა ფეხით, კარში შევაგდე. ეს არასდროს დამავიწყდება. საფლავში ჩავიყოლებ. მინდა ჩემი...

ზიდანი: ეს ფეხბურთი არ იყო
ჩანაწერი

ზიდანი: ეს ფეხბურთი არ იყო

„რეალის” მწვრთნელი ზინედინ ზიდანი მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციებზე ჩვეულებრივ თავშეკავებული და დიპლომატიურია, მაგრამ პაპმლონაში 0:0-ს შემდეგ ბრაზი ვერ დამალა. ამ შეხვედრაში, „ოსასუნასთან”, მადრიდელებმა ცუდად ითამაშეს. ვერც ზიდანის ცვლილებებმა მოიტანა შედეგი, თუმცა ფრანგი ყველაფერზე მეტად იმით იყო უკმაყოფილო, რომ ლა ლიგის შეფებმა მატჩი არ გადადეს. მისი აზრით, ავდარში თამაში საერთოდ არ უნდა გამართულიყო. „თავი ვერაფერს გავართვით, მაგრამ ამ...