„რეალის” მწვრთნელი ზინედინ ზიდანი მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციებზე ჩვეულებრივ თავშეკავებული და დიპლომატიურია, მაგრამ პაპმლონაში 0:0-ს შემდეგ ბრაზი ვერ დამალა. ამ შეხვედრაში, „ოსასუნასთან”, მადრიდელებმა ცუდად ითამაშეს. ვერც ზიდანის ცვლილებებმა მოიტანა შედეგი, თუმცა ფრანგი ყველაფერზე მეტად იმით იყო უკმაყოფილო, რომ ლა ლიგის შეფებმა მატჩი არ გადადეს. მისი აზრით, ავდარში თამაში საერთოდ არ უნდა გამართულიყო.
„თავი ვერაფერს გავართვით, მაგრამ ამ გაყინულ მოედანზე, რაც შევძელით ეს იყო. ამას ფეხბურთი არ ჰქვია. ასეთ მეტეოროლოგიურ პირობებში, ისიც კი არ ვიცით მადრიდში როდის დავბრუნდებით.
ვიმეორებ, ეს არ იყო ფეხბურთი. მატჩი უნდა გადაედოთ, თუმცა ამაზე ჩივილს ახლა აზრი აღარ აქვს. რაც მოხდა, მოხდა.
სათამაშო პირობები არ იყო. ვიცი, ერთსა და იმავეს ვიმეორებ, მაგრამ სიმართლე ეს არის და სხვას ვერაფერს ვიტყვი”.
მოგეხსენებათ, უამინდობის გამო მადრიდელებმა პამპლონაში ჩასასვლელადაც გვარიანად იწვალეს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური03/11/2026 | 08:13ანტონი გორდონი: კლასიკო ჩვენ უნდა მოგვეგო
აქეთურ-იქითური03/11/2026 | 07:15სიმულაცია ლივერპულის სტილი არ არისო?
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:48ტენ ჰაგი: რონალდუ 2018 წლის შემდეგ ფუჭდებოდა
სიახლეები02/11/2026 | 08:08ლივერპულმა წააგო, ალისონმა ბურთი კარგად ვერ გამოიტანა
