ანჩელოტი: თუ გინდათ გიჟად ჩამთვალეთ

Home კატეგორიის გარეშე ანჩელოტი: თუ გინდათ გიჟად ჩამთვალეთ
ანჩელოტი: თუ გინდათ გიჟად ჩამთვალეთ

„რეალმა“ „ოსასუნას“ უმასპინძლა და… 0:0 ითამაშა.

კარლო ანჩელოტის შეგირდებს ძალიან უნდოდათ წინა ტურში, „ელ კლასიკოში“ მოპოვებული წარმატებისთვის (2:1) მორიგი მოგება მიეყოლებინათ, პამპლონელებს კი „გრანადასთან“ შინ ნათამაშევი 1:1 მძიმედ აწვათ გულზე.

წუხანდელი ფრის შემდეგ, „რეალს“, „სევილიას“, „ბეტისს“ და „რეალ სოსიედადს“ 21 ქულა აქვთ, მაგრამ დღეს „სოსიედადი“ ვიგოში თამაშობს და ერთი ქულაც რომ მოიპოვოს, პირველზე გადავა.

მატჩის შემდეგ „რეალის“ თავკაცმა თქვა:

„ჩემი აზრით, თამაშის ბოლოს მსაჯმა ძალიან ცოტა დრო წაამატა. მიზეზი ვკითხე, მაგრამ პასუხმა არ დამაკმაყოფილა.

ახლა, ცხრილში სამი ფრე გვაქვს. სამივე შინ ვითამაშეთ. ვფიქრობ, მათგან ორში გამარჯვებას ვიმსახურებდით.

დღეს მეტოქეს მის საჯარიმოში ზეწოლა დავაკელით, მაგრამ გინდათ სიმართლე გითხრათ? შეგიძლიათ გიჟად ჩამთვალოთ და თამაშით კმაყოფილი ვარ. განსაკუთრებით მეორე ტაიმი მომეწონა.

ჩემმა ფეხბურთელებმა ყველაფერი გაიღეს. მომავალშიც ასე უნდა გავაგრძელოთ“.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.