ჭდე: სანტიაგო კანისარესი

Home სანტიაგო კანისარესი
ქორწილია! ქორწილი!
ჩანაწერი

ქორწილია! ქორწილი!

„ვალენსიას’’ და ესპანეთის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი სანტიაგო კანისარესი ბედნიერია, ის მესამედ ქორწინდება. ამჯერად მისი ცოლი გახდება ქალი სახელად ნოემი, რომელიც წარსულში ცნობილმა მეკარემ ოთხი თვის წინ გაიცნო. ეს ამბავი რადიოპოდკასტ El Partido de COPE-ში თავად კანისარესმა მოყვა. ქორწილი 14 ნოემბერს არის დანიშნული. „არ გვინდა დრო დავკარგოთ. გვსურს რაც შეიძლება მალე დავქორწინდეთ, ― თქვა ვეტერანმა, რომელიც [...]

დღეს ვალენსიას კარს სახელი ჰქვია
ჩანაწერი

დღეს ვალენსიას კარს სახელი ჰქვია

ჩემპიონატი დასრულდა. 90 წუთიც და ლა ლიგის სეზონს დავემშვიდობებით. და თუ „ბეტისთან” შეხვედრასაც თავიდან ბოლომდე ითამაშებს, გიორგი მამარდაშვილს ყველა წუთი ნათამაშევი გამოუვა — იმდენი, რამდენის საშუალებაც იყო. დავიდ სორიასა და ალექს რომეროსთან ერთად ქართველი მეკარე გახდება პრიმერა დივიზიონის ის ფეხბურთელი, რომელმაც მთელი სეზონი მოედანზე გაატარა. „ვალენსიას” კარს საიმედო პატრონი ჰყავს. მამარდაშვილი თავისი საქმის დიდოსტატია, რომლის [...]

კანისარესი ისევ ბარახას წინააღმდეგია
ჩანაწერი

კანისარესი ისევ ბარახას წინააღმდეგია

რა ხდება გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიაში”? საქმე კარგად რომ არ მიდის იქიდანაც ჩანს, რომ გუნდის ლა ლიგაში დარჩენის საკითხი ბოლო ტურში უნდა გაირკვეს, თუმცა ამჯერად თქვენი ყურადღება სხვა რამეზე გვინდა გავამახვილოთ. „ღამურების” ყოფილმა ვარსკვლავმა, მეკარე სანტიაგო კანისარესმა თავისი ყოფილი თანაგუნდელი, მწვრთნელი რუბენ ბარახა გააკრიტიკა. კანისარესი ბარახას პირველად არ აკრიტიკებს. ყოფილ გოლკიპერს მიაჩნია, რომ პიპო მომდევნო სეზონში [...]

კანისარესი ბარახას წინააღმდეგ
ჩანაწერი

კანისარესი ბარახას წინააღმდეგ

„ვალენსიას” ლეგენდარულმა მეკარემ სანტიაგო კანისარესმა, რომელიც რადიო COPE-ზე გადაცემა Tiempo de Juego-ს ანალიტიკოსია, „კამპ ნოუზე” 0:1 დამარცხების შემდეგ „ღამურების” თავკაცი, ყოფილი თანაგუნდელი რუბენ ბარახა გააკრიტიკა. „ბარსას” და „ვალენსიას” შეხვედრამ ესპანური პრესისა და ტელევიზიის საყოველთაო ყურადღება იმით მიიქცია, რომ მსაჯმა ბარსელონელი ფრანკ კესიეს მიერ ვალენსიელი ფრან პერესის წაქცევის გამო პენალტი არ დანიშნა და მეტიც, VAR-მა ეპიზოდი [...]

კანისარესი კრიტიკულად არის განწყობილი
ჩანაწერი

კანისარესი კრიტიკულად არის განწყობილი

„ვალენსიას” ლეგენდარულმა მეკარემ სანტიაგო კანისარესმა Cadena COPE-ს გადაცემა „თამაშის დროში” კლუბში ჩატარებულ ცვლილებებზე ილაპარაკა — მოგეხსენებათ, „ღამურებს” ორი დღეა ახალი მწვრთნელი ჰყავთ — კანისარესის ყოფილი თანაგუნდელი რუბენ ბარახა. ბარახამ თანაშემწედ კიდევ ერთი ყოფილი ვარსკვლავი კარლოს მარჩენა აიყვანა. ორიოდ წლის განმავლობაში კანისარესი მარჩენას თანაგუნდელიც იყო. ახლა, ცუდ დღეში ჩავარდნილ გუნდს ბარახა და მარჩენა ურთულესი ამოცანით მოევლინნენ [...]

კანისარესი მსაჯებს მოსდგა
ჩანაწერი

კანისარესი მსაჯებს მოსდგა

დღეს ლა ლიგაში მორიგი ტურის მატჩებია. გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია” სტუმრად თამაშობს „ვილიარეალთან”, შაბათს კი შინ წააგო „ოსასუნასთან” 1:2. ესპანეთში 32-ე ტური საკამათო ეპიზოდებით იყო სავსე. მსაჯებმა და VAR-მა ბევრ ეპიზოდში მიიღეს ისეთი გადაწყვეტილება, რომელმაც შეხვედრის ბედზე გავლენა იქონია. სადავო მომენტები იყო ტურის ცენტრალურ შეხვედრაშიც, სადაც „სევილიამ” „რეალთან” 2:3 წააგო. „ატლეტიკომ” „ესპანიოლს” თითოდან გამოწოვილი პენალტის წყალობით [...]

ვალენსიაში დემონსტრაცია მოეწყო
ჩანაწერი

ვალენსიაში დემონსტრაცია მოეწყო

შავ-თეთრი ფანები ვალენსიას ქუჩებში გამოვიდნენ. მათი ლოზუნგი იყო: დავიცვათ „ვალენსიას“ (კლუბის) ღირსება! მათი მოთხოვნაა კლუბის მეპატრონემ პიტერ ლიმმა „მესტალია“ დატოვოს. დემონსტრაციის ორგანიზატორები იყვნენ გაერთიანებები: LibertadVCF , Viachers, ‘ Spirit of 86 ‘, Últimes Vesprades a Mestalla, ItMuchBeLove, Ciberche, ValenciaSud, Agrupació de Penyes და De Torino a Mestalla. ქალაქის პოლიციის განცხადებით, აქციაში მონაწილეობა 15 ათასმა ადამიანმა მიიღო. ვინაიდან მშრალ ინფორმაციას ავტორის აზრი არ უხდება, [...]