„ვალენსიას’’ და ესპანეთის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი სანტიაგო კანისარესი ბედნიერია, ის მესამედ ქორწინდება.
ამჯერად მისი ცოლი გახდება ქალი სახელად ნოემი, რომელიც წარსულში ცნობილმა მეკარემ ოთხი თვის წინ გაიცნო.
ეს ამბავი რადიოპოდკასტ El Partido de COPE-ში თავად კანისარესმა მოყვა.
ქორწილი 14 ნოემბერს არის დანიშნული.
„არ გვინდა დრო დავკარგოთ. გვსურს რაც შეიძლება მალე დავქორწინდეთ, ― თქვა ვეტერანმა, რომელიც „ვალენსიაში’’ თამაშის პერიოდში გიორგი მამარდაშვილს კეთილი სიტყვით მუდამ მხარში ედგა.
საინტერესოა, რომ სანტიაგო კანისარესი ბოლო პარტნიორს აპრილში დასცილდა.
55 წლის სელებრითი მაშინ ამბობდა, რომ პირად ცხოვრებაში ცუდ პერიოდს გადის.
კანისარესი კასტილია ლა მანჩას პროვინციაში, მადრიდიან 200 კილომეტრშია დაბადებული. დებიუტი 1988 წელს „რეალში’’ ჰქონდა. თამაშობდა „ელჩეში’’, „მერიდაში’’, „სელტასა’’ და „ვალენსიაში’’. კარიერის საუკეთესო წლები „ვალენსიაში’’ გაატარა. არის ესპანეთის ოთხგზის ჩემპიონი. „რეალის’’ შემადგენლობაში გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, ხოლო „ვალენსიას’’ შემადგენლობაში უეფას თასი, რომელსაც დღეს ევროპის ლიგას უწოდებენ. ესპანეთის ნაკრებში ჩაატარა 46 თამაში.
ფეხბურთელის კარიერის დამთავრების შემდეგ კანისარესმა რალიში სცადა ბედი.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი30/06/2026 | 09:45ორი გრანდი პენალტებით გავარდა
აქეთურ-იქითური29/06/2026 | 09:34კაცი ძეგლი კონგოდან
აქეთურ-იქითური29/06/2026 | 08:51ლინეკერი: საფრანგეთი გერმანიას იოლად მოუგებს
აქეთურ-იქითური29/06/2026 | 08:07ავსტრია vs ალჟირი ჩაწყობილი იყო?
