აქ საკამათო აღარაფერია. „ფრანს ფუტბოლის’’ 69-ე დაჯილდოების ოფიციალურმა მაუწყებელმა „ეკიპმა’’ გამოაქვეყნა გამოკითხვის საბოლოო სია ქულებით და გაირკვა, რომ ოსმან დემბელეს ლამინ იამალისთვის 321 ქულით გაუსწრია. შედარებისთვის: შარშან როდრიმ ვინისიუს ჟუნიორს 41 ქულით აჯობა.
საფრანგეთის ნაკრებისა და პარი სენ ჟერმენის ვარსკვლავს ფიფას რეიტინგის 100 ტოპ ქვეყნის (საქართველო 68-ე ადგილზეა) 100 ჟურნალისტიდან 73-მა პირველი ადგილი არგუნა. ბარსელონელი ჭაბუკი პირველზე მხოლოდ 11-მა დაწერა. ვიტინიას პირველობა ექვსი, მოჰამედ სალაჰს ოთხი, აშრაფ ჰაკიმის სამი, ხვიჩა კვარაცხელიას, კილიან მბაპესა და სკოტ მაკტომინეის კი თითო ჟურნალისტის აზრით ერგებოდა. შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია პირველ ადგილზე „სარბიელის’’ წარმომადგენელმა ვახტანგ ბზიკაძემ ჩაწერა.
საინტერესოა, რომ კვარაცხელიას პედრიმ ერთადერთი ქულით გაასწრო. ესპანელმა 124, ხოლო ქართველმა 123 ქულა მოაგროვა.
გთავაზობთ ოცდაათეულს სრულად:
- ოსმან დემბელე – 1380
- ლამინ იამალი – 1059
- ვიტინია – 703
- მოჰამედ სალაჰი – 657
- რაფინია – 620
- აშრაფ ჰაკიმი – 484
- კილიან მბაპე – 378
- კოულ პალმერი – 211
- ჯანლუიჯი დონარუმა – 172
- ნუნუ მენდეში – 171
- პედრი – 124
- ხვიჩა კვარაცხელია – 123
- ჰარი კეინი – 112
- დეზირე დუე – 74
- ვიქტორ გიოჯერეში – 56
16. ვინისიუსი – 51; 17. რობერტ ლევანდოვსკი – 49; 18. სკოტ მაკტომინეი – 45; 19. ჟოაო ნევეში – 40; 20. ლაუტარო მარტინესი – 37; 21. სერუ გიურასი; 22. ალექსის მაკალისტერი – 21; 23. ჯუდ ბელინგემი – 21; 24. ფაბიან რუისი – 20; 25. დენზელ დუმფრისი – 20; 26. ერლინგ ჰოლანდი – 18; 27. დეკლან რაისი – 13; 28. ვირჯილ ვან დაიკი – 7; 29. ფლორიან ვირტცი – 5; 30. მიშელ ოლისე – 4.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:48ტენ ჰაგი: რონალდუ 2018 წლის შემდეგ ფუჭდებოდა
სიახლეები02/11/2026 | 08:08ლივერპულმა წააგო, ალისონმა ბურთი კარგად ვერ გამოიტანა
მთავარი ამბავი02/11/2026 | 06:37მაროკოელ ჟურნალისტზე გავლენის მოხდენას ცდილობდნენ
აქეთურ-იქითური01/11/2026 | 09:07ლივერპულში მედია მაინც ფრთხილად არის
