„ვილიარეალმა“ „გალათასარაისთან“ ამხანაგურ მატჩში აჩვენა, რომ სეზონისთვის მზად არის. „ყვითელი წყალქვეშა ნავი“ სტამბოლის „რამს პარკზე“, რომლის ისტორიული სახელია „ალი სამი იენი“ წარმოჩნდა როგორც შეტევაში სახიფათო, ბრძოლისუნარიანი გუნდი. „ვილიარეალმა“ ითამაშა იმ შემადგენლობით, რომლითაც დიდი ალბათობით გულშემატკივრის წინაშე ჩემპიონთა ლიგის მატჩებში წარდგება. პირველი ტაიმი გამორჩევით კარგი იყო. სტუმრები დამსახურებულად გავიდნენ წინ. ინიეგო პერესის შეგირდებმა ხასიათი გამოავლინეს, ითამაშეს...
ჭდე: ვილიარეალი
ჟორჟმა თავზე გადაგდება სცადა
ჟორჟ მიქაუტაძის „ვილიარეალმა’’ მესამე პოზიცია განიმტკიცა. საამისოდ მან „სან მამესზე’’ „ბილბაო’’ დაამარცხა – 2:1. „ყვითელ წყალქვეშა ნავს’’ ბილბაოში ბოლო 13 ვიზიტიდან მხოლოდ ერთი ჰქონდა მოგებული. რამდენადაც ეზეიმებოდათ სტუმრებს, იმდენად უგუნებოდ დარჩნენ მასპინძლები, რომელთათვისაც ეს იყო ლა ლიგაში მე-15, ყველა შეჯიბრებაში კი ოცდამეორე მარცხი. ერთ ჩემპიონატში ბასკებს ამდენი თამაში არასდროს წაუგიათ. 31 ტურის შემდეგ „ბილბაო’’ მე-11...
მიქაუტაძეს იღბალი აკლდა
AS: „ჟორჟ მიქაუტაძე ბევრ ეპიზოდში მონაწილეობდა, მაგრამ იღბალი აკლდა. მან საგოლე მომენტებიც შექმნა და კარშიც დაარტყა, ოღონდ გოლი არ გავიდა’’. „ჟირონამ’’ „ვილიარეალს’’ 1:0 პაუ ნავაროს უიღბლობის ანუ ავტოგოლის დახმარებით მოუგო, რაც 45+1 წუთზე, ზედ შესვენების წინ მოხდა. ეს გახლდათ კატალონიელთა მეოთხე გამარჯვება ბოლო ექვს საშინაო შეხვედრაში. სანაკრებო კვირეულის გამო ორივე გუნდს ორ კვირაზე მეტია არ...
სამი ან ოთხი უკეთესი იქნებოდა
AS: „მან ერთი გოლი გაიტანა, მაგრამ სამი ან ოთხი უნდა გაეტანა. ის შეხვედრაში ძალიან ჩართული და საშიში იყო, მაგრამ სიზუსტე აკლდა’’. AS (სხვა წერილიდან): „მეორე ტაიმში პეპეს ორი მომენტი ჰქონდა, მიქაუტაძეს კი სამჯერ აშკარად შეეძლო გოლი გატანა. მეტოქის კარის წინ ბევრი უზუსტობა რომ არ მოსვლოდა ქართველს გულშემატკივრები მოედნიდან ხელში აყვანილს გაიყვანდნენ’’. ტექნიკურად უფრო სწორად რომ...
ნატანჯი ფრე წვიმაში
AS: „მიქაუტაძეს რთული მატჩი ჰქონდა; მას მოვლენების სათავისოდ მოტრიალება და აშკარა საგოლე მომენტების შექმნა გაუჭირდა’’. ჟორჟის „ვილიარეალმა’’ სტუმრად „ალავესთან’’ 1:1 ითამაშა. თავსხმაში „ყვითელმა წყალქვეშა ნავმა’’ მე-40 წუთზე უიღბლობის გამო თავის კარში შეაგდო გოლი (რაფა მარინს ბურთი თავში მოხვდა და ბადეში შევარდა) და მხოლოდ 90+8 წუთზე შეძლო ნიკოლა პეპეს ლამაზი დარტყმით გათანაბრება. ამ დროისთვის მიქაუტაძე უკვე...
ჟორჟის საოცარი ეპიზოდი
AS: „ის პირველ ტაიმში გოლს იმსახურებდა. აქტიური იყო, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში სიზუსტე აკლდა’’. ასე შეაფასა „ელჩეს’’ წინააღმდეგ „ვილიარეალის’’ ქართველი თავდამსხმელის ჟორჟ მიქაუტაძის თამაში გავლენიანმა ესპანურმა გამოცემამ. ყვითელმა წყალქვეშა ნავმა 2:1 მოიგო. ანგარიში 31-ე წუთზე ტეჯონ ბუქანანმა გახსნა, ათ წუთში კი სანტიაგო მოურინიომ მეორე შეაგდო. 83-ე წუთზე სტუმრებმა, კერძოდ ანდრე სილვამ „ვილიარელის’’ ორ გოლს ერთით უპასუხა....
რა მოხდება ბოლო ტურში?
ორიოდ სიტყვა ჟორჟ მიქაუტაძის გუნდის „ვილიარეალის’’ შესახებ, რომელმაც ესპანური ლა ლიგის ბოლო ტურში „ბარსელონასთან’’ სტუმრად 1:4 წააგო და 26 ტურის შემდეგ 51 ქულით „ატლეტიკოსთან’’ მესამე-მეოთხე ადგილს იყოფს. მარსელინო ტორალის ფეხბურთელები დარჩენილ ათ ტურში „ბეტისთან’’ რვაქულიან უპირატესობას სავარაუდოდ არ გაანიავებენ ანუ ჩემპიონთა ჩემპიონთა ლიგის საგაისო გათამაშებაში მონაწილეობას მიიღებენ, მაგრამ მესამე ადგილისთვის საბრძოლველი აქვთ. „ვილიარეალსა’’ და „ატლეტიკოს’’...
იამალის პირველი ჰეთ თრიკი და მიქაუტაძის მაღალი შეფასება
AS: მიქაუტაძე პასს იშვიათად იღებდა. ის იზოლირებული იყო. ქართველი ბურთის ძიებაში უკან ჩარბოდა, მაგრამ შემოტრიალებას და მეტოქის კართან სახიფათო მომენტის შექმნას ვერ ახერხებდა. მას სივრცე აკლდა’’. „ვილიარეალმა’’ ბარსელონაში 1:4 წააგო. ამ შეხვედრაში ლამინ იამალმა კარიერის პირველი ჰეთ-თრიკი შეასრულა. მან ანგარიში 28-ე წუთზე გახსნა, 37-ზე კი მეორე შეაგდო. შესვენების შემდეგ, 49-ე წუთზე, სენეგალელმა პაპე გუიემ სხვაობა...
ჟორჟმა მთელი ვალენსია გააყვითლა
„ვილიარეალმა’’ ბოლო ტურში რეგიონული დერბი მოუგო „ვალენსიას’’ – 2:1. „ყვითელი წყალქვეშა ნავი’’ ლა ლიგის ცხრილში მესამე ადგილზეა და „ღამურებზე’’ თითქმის ორჯერ მეტი ქულა აქვს. სწორედ ამას ეძღვნება AS-ის წერილი, რომელიც შეგვახსენებს, რომ „ვალენსიამ’’ „ლა სერამიკაზე’’ თავისი 26 ვიზიტიდან 16 წააგო. სადღეისოდ, სხვაობა ამ ორ გუნდს შორის იმდენად დიდია, რომ ვილიარეალის ბანაკი თავს უფლებას აძლევს სოციალურ...
თანაგუნდელებო, მეტად დაეხმარეთ ჟორჟს!
AS: „ჟორჟ მიქაუტაძე იბრძოდა, მაგრამ იზოლირებული იყო. ერთხელ კარგად დაარტყა პირველ ტაიმში და ორი გარღვევა ჰქონდა მეორეში. მას თანაგუნდელებისგან მეტი მხარდაჭერა სჭირდება’’. ასე შეაფასა ესპანეთის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა სპორტულმა გაზეთმა ქართველი თავდამსხმელის თამაში ვალენსიურ დერბიში, რომლშიც „ვილიარეალმა’’ „ვალენსიას’’ შინ 2:1 მოუგო. ჩვენი მხრივ დავძენთ, რომ სრულიად ვეთანხმებით AS-ის შეფასებას. „შეხვედრა კარგად დავიწყეთ. მეტოქის გოლის შემდეგ...









