AS: „ის პირველ ტაიმში გოლს იმსახურებდა. აქტიური იყო, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში სიზუსტე აკლდა’’.
ასე შეაფასა „ელჩეს’’ წინააღმდეგ „ვილიარეალის’’ ქართველი თავდამსხმელის ჟორჟ მიქაუტაძის თამაში გავლენიანმა ესპანურმა გამოცემამ. ყვითელმა წყალქვეშა ნავმა 2:1 მოიგო. ანგარიში 31-ე წუთზე ტეჯონ ბუქანანმა გახსნა, ათ წუთში კი სანტიაგო მოურინიომ მეორე შეაგდო. 83-ე წუთზე სტუმრებმა, კერძოდ ანდრე სილვამ „ვილიარელის’’ ორ გოლს ერთით უპასუხა.
უნდა აღინიშნოს, რომ ბუქანანის გოლს წინ ჟორჟის ბრწყინვალე ეპიზოდი უსწრებდა. მართალია ქართველს „ელჩეს’’ მეკარემ მატიას დიტურომ აუღო, მაგრამ ამ მომენტმა თამაში გახსნა და დიდი ალბათობით სწორედ ამიტომ მოჰყვა მას მოკლე მონაკვეთში მასპინძელთა გოლები. მიქაუტაძემ შეუცვლელად ითამაშა.
მისი თამაში ასე შეფასდა:
flashscore – 7.1; sofascore – 6.6; whoscored – 6.9; fotmob – 7.1
27 ტურის შემდეგ „ვილიარეალი’ მეოთხე ადგილზეა. მას და მესამე ადგილოსან „ატლეტიკოს’’ 54 ქულა აქვთ და მეხუთე ადგილზე მყოფ „ბეტისს’’ 11 ქულით უსწრებენ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური08/11/2026 | 10:05ბარკოლა: გამიჭირდა, მაგრამ პსჟ დროულად დავტოვე
აქეთურ-იქითური08/11/2026 | 08:38რეალში პსჟ-ს მეთოდი ინერგება
სიახლეები08/11/2026 | 06:40პსჟ-მ მოკრძალებული თამაშით მოიგო
აქეთურ-იქითური07/11/2026 | 09:22დარჩა დიდი სიცარიელე
