„რეალმა’’ „ელჩეს’’ 4:1 მოუგო. ეს იყო ულამაზესი გოლების მატჩი, რომელთაც ვიდეოში გთავაზობთ. მადრიდელები ლიდერ „ბარსას’’ მისდევენ, მეორე ადგილზე არიან. 28-ე ტურის შეხვედრის წინ მწვრთნელ ალვარო არბელოას ათი ფეხბურთელი ჰყავდა დაშავებული. მათ რიცხვში იყვნენ წამყვანი მოთამაშეები კილიან მბაპე, როდრიგო, ედერ მილიტაო, რაულ ასენსიო და ფერლან მენდი. როგორც „მარკა’’ იტყობინება არბელოამ „ელჩესთან’’ შეხვედრის წინ ოთხ ავტორიტეტულ ფეხბურთელთან...
ჭდე: ელჩე
ჟორჟის საოცარი ეპიზოდი
AS: „ის პირველ ტაიმში გოლს იმსახურებდა. აქტიური იყო, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში სიზუსტე აკლდა’’. ასე შეაფასა „ელჩეს’’ წინააღმდეგ „ვილიარეალის’’ ქართველი თავდამსხმელის ჟორჟ მიქაუტაძის თამაში გავლენიანმა ესპანურმა გამოცემამ. ყვითელმა წყალქვეშა ნავმა 2:1 მოიგო. ანგარიში 31-ე წუთზე ტეჯონ ბუქანანმა გახსნა, ათ წუთში კი სანტიაგო მოურინიომ მეორე შეაგდო. 83-ე წუთზე სტუმრებმა, კერძოდ ანდრე სილვამ „ვილიარელის’’ ორ გოლს ერთით უპასუხა....
დიდი ჟორჟობა ელჩეში
AS: „ეს იყო მიქაუტაძის საუკეთესო თამაში: საგოლე პასი და გოლი! მან ქუსლით ბევრი მომენტი შექმნა’’. 3:1 ― ასე დაასრულა „ვილიარეალმა’’ „ელჩეს’’ ცხრათამაშიანი წაუგებელი სერია. 15 წუთში ანგარიში უკვე 2:0 იყო. თავიდან ალბერტო მორენომ სეზონში თავისი მეშვიდე გოლი შეაგდო. მას საგოლე პასი ჟორჟ მიქაუტაძემ გადააწოდა, შემდეგ კი თავად ქართველს მიაწოდა ბურთი ნიკოლა პეპემ. ჟორჟმა შეტევა წარმატებით...
ვალენსიას ფეხბურთელები გულშემატკივრებს აფინანსებენ
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია” ლა ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის და ამ ბრძოლისთვის აპრილი მნიშვნელოვანი თვეა — „ღამურები” უშუალო კონკურენტებს ხვდებიან. უშუალო კონკურენტებამდე, ორშაბათს, „ჩეები” „რაიო ვალეკანოს” მასპინძლობენ, მერე კი სტუმრად მიემგზავრებიან „ალმერიაში”, რომელსაც 26 ტურის შემდეგ 26 ქულა აქვს, ისევე როგორც „ვალენსიას”. როგორც ყოველთვის პრინციპულ თამაშზე გუნდს ერთგული ქომაგები მიჰყვებიან. საყურადღებოა, რომ ბილეთები რვა წუთში გაიყიდა....
გატუზო: მეშინოდა, რომ წავაგებდით
„ვალენსიას” მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ „ელჩესთან” 2:2-ის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. რით ხსნით „ვალენსიას” არასტაბილურობას? პირველ ტაიმში ძალიან კარგად ვითამაშეთ, მეორეში კი ერთმანეთს ბევრი უზუსტო პასი გადავაწოდეთ. ყველაფერში შეცდომებს ვუშვებდით. ბევრი ფეხბურთელი მეტოქის რიგებში არ შერბოდა. აი, ეს იყო პრობლემა. ნორმალური იქნებოდა პირველი ტაიმის პირველ 20 წუთში სამი გოლი რომ გაგვეტანა. თამაშამდე ამბობდით, რომ ეს შეხვედრა...
ფრე, რომლითაც ორივე გუნდი უკმაყოფილო დარჩა
მწვრთნელები ამბობენ, როდესაც ვერ იგებ ესე იგი მარცხდებიო. „ვალენსიასა” და „ელჩეს” ფრემ ორივე გუნდი უკმაყოფილო დატოვა, განსაკუთრებით „ელჩე”, რომელსაც ქულები მეტად სჭირდებოდა და მეორე ტაიმში უკეთეს იღბალს იმსახურებდა. მსაჯმა სერიოზული შეცდომა დაუშვა, როდესაც არ ჩათვალა გოლი, რომლის წყალობითაც სტუმრები წინ გავიდოდნენ — 3:2. მან დანიშნა ჯარიმა, რითაც დამნაშავის სასარგებლოდ იმოქმედა. კავანიმ ლა ლიგაში თავისი პირველი...
გატუზო: მაშინ შინ დავრჩები და ძაღლს ვეთამაშები
დღეს გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია” აუტსაიდერ „ელჩეს” მასპინძლობს. თამაშის წინა საღამოს „ღამურების” მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ პრეს-კონფერენცია გამართა. „ელჩეს” ახალი მწვრთნელი ჰყავს. მას არგენტინელი ხორხე ალმირონი დაუბრუნდა. როგორ უნდა გააანალიზოთ გუნდი, რომელმაც თქვენთან თამაშის წინ თავკაცი შეცვალა? ალმირონი არის მწვრთნელი, რომელმაც თავისი მიდგომებს გადახედა, თუმცა სამ დღეში „ელჩეში” ყველაფერს ვერ შეცვლიდა. ამ შეხვედრაში ფავორიტად ჩვენ მიგვიჩნევენ და...
მამარდას ვალენსია ზედიზედ მეორე მოგებას შეეცდება
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიას” ასეთი კარგი სასტარტო რვა ტური 2017-18 წლების სეზონის შემდეგ არ ჰქონია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ გუნდს სტაბილურობა აკლია. ლა ლიგის ცხრილის ზედა ნახევარში „ღამურების” გარდა მხოლოდ ერთი გუნდია, რომელსაც ზედიზედ ორი შეხვედრა არ მოუგია, თუმცა მამარდას და მის თანაგუნდელებს ამის გამოსწორება ხვალ, აუტსაიდერ „ელჩესთან” შეხვედრაში შეუძლიათ. წინა ტურში „ვალენსიამ” ნერვიულ შეხვედრაში 2:1...
მსაჯები სიცხადეს ითხოვენ
მსაჯები მკაფიო წესებს ითხოვენ. ლა ლიგაში, „ელჩესა“ და „ბარსელონას“ შეხვედრაში იყო ორი ეპიზოდი, რომელმაც კამათი გამოიწვია. ამ ეპიზოდების გამო არბიტრებმა გადაწყვიტეს მოითხოვონ ზუსტი განმარტება, ხელით თამაშისთვის რა შემთხვევაში ინიშნება პენალტი და რა შემთხვევაში არა. ხელით თამაში ფეხბურთის აქილევსის ქუსლია. წესების შემოქმედნი ცდილობენ ზუსტად განსაზღვრონ რა შეიძლება მივიჩნიოთ ხელით თამაშად და რა არა, მაგრამ ჩამოყალიბებულ პასუხამდე...
ბარსელონელი ყმაწვილების გამარჯვება
„ბარსელონას“ ყმაწვილებმა ახალ მწვრთნელს ჩავის მეშვიდე შეხვედრაში მესამე გამარჯვება მოუტანეს — „ელჩესთან“, 3:2. გამარჯვების გოლი 85-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა ნიკომ გაიტანა. მას საგოლე პასი შეხვედრის საუკეთესო მოთამაშემ გავიმ მიაწოდა და ბევრისთვის საბოლოოდ შეიქნა ნათელი, რომ კატალონიური გუნდის მომავალი მის ახალგაზრდობაზე უნდა აშენდეს. 19 წლის პედრი კვლავ დაშავებულია. ამიტომ ლიდერის ფუნქცია 17 წლის გავიმ იკისრა და...









