AS: „ეს იყო მიქაუტაძის საუკეთესო თამაში: საგოლე პასი და გოლი! მან ქუსლით ბევრი მომენტი შექმნა’’.
3:1 ― ასე დაასრულა „ვილიარეალმა’’ „ელჩეს’’ ცხრათამაშიანი წაუგებელი სერია. 15 წუთში ანგარიში უკვე 2:0 იყო. თავიდან ალბერტო მორენომ სეზონში თავისი მეშვიდე გოლი შეაგდო. მას საგოლე პასი ჟორჟ მიქაუტაძემ გადააწოდა, შემდეგ კი თავად ქართველს მიაწოდა ბურთი ნიკოლა პეპემ. ჟორჟმა შეტევა წარმატებით გააგრძელა და ანგარიში გაზარდა.
„ელჩეს’’ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ 30-ე წუთზე სხვაობა შეამცირა, რის მერეც ორივე გუნდს ჰქონდა სახიფათო მომენტები. კიდევ ერთი გოლის გატანა შეეძლო მიქაუტაძესაც, მაგრამ ამ ეპიზოდში მან რთულად თამაში ამჯობინა და ბურთი მიზანს გადააცილა. საბოლოოდ მაინც „ვილიარეალმა’’ იყოჩაღა, 83-ე წუთზე ალფონსო პედრასამ მასპინძლებს მესამე გაუტანა.
Flashscore-მა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ჟორჟ მიქაუტაძე დაასახელა. მან ამ საიტისგან 8.0 ქულა მიიღო.
Sofascore-მა ქართველის თამაში 7.5 ქულით შეაფასა. მისი აზრით, ქართველს თანაგუნდელებიდან პედრასა სჯობდა (8.0), ხოლო მეტოქეებიდან პორტუგალიელი მარტომ ნეტო (7.6).
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ მიქაუტაძე დაასახელეს whoscored-მა (7.8), fotmob-მა(8.2).
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი07/08/2026 | 15:14მექსიკა და არგენტინა ინფანტინოსკენ არიან
სიახლეები07/08/2026 | 08:46მაგნეს აკლიუში პსჟ-შია!
მთავარი ამბავი07/08/2026 | 07:43ვინისიუსის და დიომანდეს საქმეები მოგვარდა.
სიახლეები06/08/2026 | 09:34ინფანტინოს ბოდიში და მუქარა
