„ატლეტიკომ” კინაღამ მორიგი ორი ქულა დაკარგა — 90-ე წუთზე, „ელჩეს” ნახევარმცვლემა ფიდელ ჩავესმა პენალტი ვერ გაიტანა. მან ძელს გაარტყა ბურთი და დიეგო სიმეონეს გუნდი ლა ლიგის ცხრილის სათავეში ორქულიანი უპირატესობით დატოვა. „მატრასების მკერავებმა” 1:0 გაიმარჯვეს. „დღეს აუცილებლად უნდა მოგვეგო,” — თქვა მატჩის ერთადერთი გოლის ავტორმა მარკოს ლორენტემ. მას პასი იანიკ კარასკომ მიაწოდა, თავად გოლი კი...
ჭდე: ელჩე
ბენზემამ რეალს მოაგებინა
„რეალმა” შინ ძნელად მოუგო „ელჩეს”, 2:1, მაგრამ ამ გამარჯვების წყალობით ჩემპიონობის შანსი შეინარჩუნა. იმავე საღამოს, ლიდერმა, „ატლეტიკომ”, ხეტაფეში 0:0-ზე უკეთესი ვერაფერი მოახერხა და ახლა მადრიდის ორ გუნდს შორის სხვაობა 6 ქულაა. ორივეს 27 შეხვედრა აქვს ნათამაშები. „რეალისა” და „ელჩეს” შეხვედრა საინტერესო გახლდათ იმითაც, რომ „თეთრებს” დაუბრუნდა კაპიტანი სერხიო რამოსი, რომელიც მთელი ორი თვე ტრავმებს მკურნალობდა....
პიანიჩმა კუმანი დაღალა
მირალემ პიანიჩი „ბარსელონაში” „იუვენტუსიდან” გადავიდა — ის არტურ მელოში გაცვალეს. ამრიგად, კატალონიურმა კლუბმა უარი თქვა 23 წლის ბრაზილიელზე, რომელსაც ადრე „ახალ ჩავის” ეძახდნენ და მიიწვია 30 წლის ტექნიკური, გამოცდილი, კუთხურებისა და ჯარიმების ჩაწოდება-დარტყმაში გაწაფული ბოსნიელი. მას „კამპ ნოუზე” ახალი პროექტის ნაწილად მიიჩნევდნენ. როგორც ადგილობრივი პრესა წერს, კატალონიელი გულშემატკივრის სამწუხაროდ, პიანიჩმა „ბარსას” საერთოდ ვერაფერი შესძინა —...
ალმირონს არ ეპატია
ესპანურ პრიმერაში წაფორხილებასაც არავის პატიობენ, არათუ ხანგრძლივ კრიზისს. მორიგი მსხვერპლი „ელჩეს“ მთავარი მწვრთნელი ხორხე ალმირონი შეიქნა. ალმირონი გუნდში გასული წლის აგვისტოში მიიწვიეს და პოსტზე სულ 24 მატჩის გამართვა მოასწრო. მის აქტივში 5 მოგება, 9 ფრე და 10 წაგება იყო. კლუბის ხელმძღვანელობის მოთმინების ფიალა 21-ე ტურის შეხვედრაში „სელტასთან“ 1:3 მარცხმა აავსო. ეს მიჯრით მე-12 მატჩი იყო...
მესი ძალაშია – დისკვალიფიკაცია!
„ბარსელონას“ უარი ეთქვა აპელაციაზე, რომელიც ლეო მესის ორმატჩიან დისკვალიფიკაციას ეხებოდა. არგენტინელმა უკვე გამოტოვა მატჩი „კორნელიასთან“ (2:0) და ამას გარდა, ლეო გამოტოვებს ჩემპიონატის მატჩს „ელჩესთან“. ამას გარდა, „ბილბაოსთან“ (2:3) გაძევებისთვის მესი ჯარიმის სახით 600 ევროს გადაიხდის, „ბარსა“ კი 700 ევროს. თანხა, ბუნებრივია, სასაცილოა, მაგრამ ისედაც პრობლემებით დახუნძლული გუნდისთვის მოედანზე ლიდერის გარეშე გასვლა სერიოზული რისკია. შეგახსენებთ, რომ...




