„ატლეტიკომ” კინაღამ მორიგი ორი ქულა დაკარგა — 90-ე წუთზე, „ელჩეს” ნახევარმცვლემა ფიდელ ჩავესმა პენალტი ვერ გაიტანა. მან ძელს გაარტყა ბურთი და დიეგო სიმეონეს გუნდი ლა ლიგის ცხრილის სათავეში ორქულიანი უპირატესობით დატოვა. „მატრასების მკერავებმა” 1:0 გაიმარჯვეს.
„დღეს აუცილებლად უნდა მოგვეგო,” — თქვა მატჩის ერთადერთი გოლის ავტორმა მარკოს ლორენტემ. მას პასი იანიკ კარასკომ მიაწოდა, თავად გოლი კი რიკოშეტით გავიდა.
ლუის სუარესს ამ შეხვედრაში ორი გოლი არ ჩაუთვალეს.
„ელჩე” გახდა მესამე გუნდი, რომელმაც მიმდინარე სეზონში „ატლეტიკოს” პენალტი ვერ გაუტანა. პირველი ორი იყვნენ „ალავესი” და „სევილია”.
შემდეგი შეხვედრა მადრიდელებს „კამპ ნოუზე”, „ბარსელონასთან” აქვთ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები31/08/2026 | 07:44დღეს ან ხვალ მამარდა ნოტინგემში გადავა?
მთავარი ამბავი31/08/2026 | 06:54პლატინიმ თქვა, კვარაო!
სიახლეები30/08/2026 | 09:35ალისონმა მეოთხე მსაჯს ტაბლო დაუმტვრია
სიახლეები30/08/2026 | 08:06კვერნაძემ და კომპანიამ ფიორენტინას იუბილე ჩაუშხამეს
