მარკოს ლორენტე კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს. ფეხბურთელმა „ალ-აჰლიში“ გადასვლის თაობაზე სრულ შეთანხმებას მიაღწია. მადრიდის „ატლეტიკოს“ ნახევარმცველი უახლოეს მომავალში სამედიცინო შემოწმებას გაივლის. მადრიდული კლუბი ლორენტეს სანაცვლოდ დაახლოებით 20 მილიონ ევროს მიიღებს. 2022/23 სეზონში მარკოსმა ესპანურ პრიმერა დივიზიში ატლეტიკოს მაისურით 22 მატჩი ჩაატარა, ერთი ბურთი გაიტანა და ორი საგოლე პასი გააკეთა.
ჭდე: მარკოს ლორენტე
სიმეონემ განსაკუთრებით ერთი გამოყო
ესპანეთის ჩემპიონმა „ატლეტიკომ“ პამპლონაში „ოსასუნას“ 3:0 მოუგო. მატჩის შემდეგ მადრიდელთა თავკაცმა დიეგო სიმეონემ ნახევარმცველის, ლეგენდარული ესპანელი გარემარბის ფრანსისკო (პაკო) ხენტოს ძმის შვილიშვილის მარკოს ლორენტეს თამაში აღნიშნა. „თეთრ-წითლებმა“ წინა ტურში „ლევანტესთან“ 0:1 წააგეს, ასე რომ „ოსასუნასთან“ გამარჯვება გუნდისთვის მნიშვნელოვანი იყო. გოლები გაიტანეს ჟოაო ფელიქსმა, ლუის სუარესმა და ანხელ კორეამ. მომდევნო კვირაში „ატლეტები“ გამოკეთებული გუნებ-განწყობით ჩემპიონთა ლიგაში...
ატლეტიკოს გაუმართლა და პირველზე დარჩა
„ატლეტიკომ” კინაღამ მორიგი ორი ქულა დაკარგა — 90-ე წუთზე, „ელჩეს” ნახევარმცვლემა ფიდელ ჩავესმა პენალტი ვერ გაიტანა. მან ძელს გაარტყა ბურთი და დიეგო სიმეონეს გუნდი ლა ლიგის ცხრილის სათავეში ორქულიანი უპირატესობით დატოვა. „მატრასების მკერავებმა” 1:0 გაიმარჯვეს. „დღეს აუცილებლად უნდა მოგვეგო,” — თქვა მატჩის ერთადერთი გოლის ავტორმა მარკოს ლორენტემ. მას პასი იანიკ კარასკომ მიაწოდა, თავად გოლი კი...
MVP – ხენტო პაპის გასახარად!
კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის ყველაზე ფასეულ მოთამაშედ (MVP) „რეალის” 23 წლის ნახევარმცველი მარკოს ლორენტე დაასახელეს. ლორენტე მადრიდშია დაბადებული. ის 2008 წელს, 13 წლისა შეუერთდა „რეალის” ბავშვთა სკოლას. მარკოს ლორენტე მადრიდელთა ლეგენდარული გარემარბის ფრანსისკო (პაკო) ხენტოს დის შვილიშვილია. მამამისი ფრანსისკო ლორენტე ხენტო ასევე გარემარბი გახლდათ. ის თამაშობდა „ატლეტიკოში”, „რეალსა” და „კომპოსტელაში”. ყველაზე მეტი შეხვედრა (106) „რეალის”...


