გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია” ლა ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის და ამ ბრძოლისთვის აპრილი მნიშვნელოვანი თვეა — „ღამურები” უშუალო კონკურენტებს ხვდებიან. უშუალო კონკურენტებამდე, ორშაბათს, „ჩეები” „რაიო ვალეკანოს” მასპინძლობენ, მერე კი სტუმრად მიემგზავრებიან „ალმერიაში”, რომელსაც 26 ტურის შემდეგ 26 ქულა აქვს, ისევე როგორც „ვალენსიას”. როგორც ყოველთვის პრინციპულ თამაშზე გუნდს ერთგული ქომაგები მიჰყვებიან. საყურადღებოა, რომ ბილეთები რვა წუთში გაიყიდა.
ამის გამო კლუბის კორპორატიულმა დირექტორმა და პრეს-ატაშემ ხავიერ სოლისმა პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ ფეხბურთელებს გულშემატკივართათვის თავიანთი წილი პატივისცემის დამტკიცება სურთ და 23 აპრილს, 30-ე ტურში, ბოლო ადგილზე მყოფ „ელჩესთან” სტუმრობის (მგზავრობის) ხარჯებს გადაუხდიან. ქალაქებს შორის 174 კილომეტრია. გულშემატკივრები ელჩეში ავტობუსებით გაემგზავრებიან.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური18/09/2026 | 09:15დუეს არ ათამაშებენ და ახალ კონტრაქტს სთავაზობენ
აქეთურ-იქითური18/09/2026 | 08:28პსჟ-ს ყოფილი დირექტორი პსჟ-ს წინააღმდეგ
სიახლეები18/09/2026 | 07:10პაპემ ჟორჟს პენალტი არ დაარტყმევინა
აქეთურ-იქითური17/09/2026 | 08:43ირაოლა მამარდას შესახებ…
