„ბარსელონას“ ყმაწვილებმა ახალ მწვრთნელს ჩავის მეშვიდე შეხვედრაში მესამე გამარჯვება მოუტანეს — „ელჩესთან“, 3:2. გამარჯვების გოლი 85-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა ნიკომ გაიტანა. მას საგოლე პასი შეხვედრის საუკეთესო მოთამაშემ გავიმ მიაწოდა და ბევრისთვის საბოლოოდ შეიქნა ნათელი, რომ კატალონიური გუნდის მომავალი მის ახალგაზრდობაზე უნდა აშენდეს.
19 წლის პედრი კვლავ დაშავებულია. ამიტომ ლიდერის ფუნქცია 17 წლის გავიმ იკისრა და მე-19 წუთზე გოლიც შეაგდო. ის გახდა 2000 წელს შემდეგ დაბადებული მეოთხე ფეხბურთელი, რომელმაც „ბარსას“ მაისურით ლა ლიგაში გოლი გაიტანა. გავიმდე ეს გააკეთეს ანსუ ფატიმ, ნიკომ და აბდემ. ამდენ ახალგაზრდას გოლი ესპანეთის სხვა გუნდის სახელით არ გაუტანია.
თუმცა, გავის გოლი მეორე იყო. მანამდე კიდევ ერთმა ახალგაზრდამ ფერან ჯუტგლამ გახსნა ანგარიში. ეს მისთვის „ბლაუგრანას“ შემადგენლობაში პირველი გოლი იყო. 22 წლის მოთამაშე „ესპანიოლის“ აღზრდილია.
„ბარსელონას“ თავდასხმაში ფლანგებიდან აქტიურობდნენ 19 წლის აბდე და ოსმან დემბელე.
შეტევაში ახალგაზრდული დაჟინებისა და ფანტაზიის მიუხედავად, „ბლაუგრანამ“ მაინც მისცა „ელჩეს“ მის კართან მომენტების შექმნის შესაძლებლობა. 62-ე და 63-ე წუთებზე ტეტე მორენტემ და პერე მილამ ორი გოლი გაიტანეს და ანგარიში გაქვითეს.
შემდეგ ჯუტგლას ჰქონდა კიდევ ერთი გოლის გატანის შესაძლებლობა, მაგრამ მიზანს ააცილა, ბოლოს კი მოედანზე ახალშესულმა ნიკომ შეაგდო გამარჯვების გოლი.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური07/11/2026 | 09:22დარჩა დიდი სიცარიელე
აქეთურ-იქითური07/11/2026 | 08:01ირაოლამ ალისონი დაიცვა
მთავარი ამბავი07/11/2026 | 07:00კვარა და პსჟ გინესის რეკორდების წიგნში
აქეთურ-იქითური06/11/2026 | 08:59თუ ფინალი მადრიდში არ გაიმართება, ესპანეთი მასპინძლობაზე უარს იტყვის
