იანვარში საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპზე ითამაშებს. კონტინენტის უმთავრესს ტურნირამდე ავთანდილ ასათიანის გუნდი მზადებას თბილისში გადის და ამხანაგურ მატჩებსაც თამაშობს. დღეს და გუშინ ჩვენები ორჯერ გაეჯიბრნენ სერბეთს, რომელიც მსოფლიო რეიტინგში მეექვსეა.
პირველი შეხვედრა 1:1 მორჩა. გოლები ელისანდრომ და რაკიჩმა გაცვალეს. მეორე მატჩი უფრო დაძაბული და უხვგოლიანი გამოდგა. არადა, სანერვიულო არაფერი იყო – ელისანდროს (3) და თალესის გოლებით ჩვენები 4:0 დაწინაურდნენ. ასე გაგრძელდა მე-15 წუთამდე. მერე სერბეთი აფეთქდა, საქართველო მოიშალა და მე-18 წუთი რომ ამოიწურა, ანგარიში 4:3 იყო. თუმცა, დარჩენილ ორ წუთში ჩვენებმა თავი კარგად დაიცვეს და გამარჯვება ბოლომდე მიიყვანეს.
საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა ნამატჩევს თქვა, რომ გუნდი შედეგზე თამაშს სწავლობს, რაც იმედია ევროპის ჩემპიონატზე გამოგვადგებაო… იმედია.
მომდენო ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩვენი ნაკრები 21-22 დეკემბერს ყირგიზეთთან გამართავს.

ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური21/09/2026 | 23:04ქალების მედლის შანსი
აქეთურ-იქითური20/09/2026 | 19:07საინტერესო ქართული ამბავი სამარყანდში
აქეთურ-იქითური19/09/2026 | 14:04ოლიმპიადაზე ერთნაირად
აქეთურ-იქითური18/09/2026 | 15:10მიზანი: ჯგუფის მოგება და A ლიგა
