Tag: ფუტსალი

Home ფუტსალი
პირინეული ფინალი
Post

პირინეული ფინალი

სამ ქვეყანაში დაწყებული ფუტსალის ევროპის ჩემპიონატი სლოვენიაში სრულდება, სადაც ორი ნახევარფინალური მატჩი გაიმართა. ფინალიც მოსალოდნელი მივიღეთ… პირველად მოედანზე ესპანელები და ხორვატები გავიდნენ. „ფურია როხას“ უპირატესობა დიდი იყო და ორი ბურთით დაწინაურდნენ. ხორვატებმა ბოლოსკენ მაინც დაძაბეს და სამი წუთით ადრე ერთი ბურთი გაქვითეს. მეტიც, გათანაბრებაც შეეძლო, მაგრამ ხელსაყრელი ჯარიმიდან ბურთი ძელს გაარტყეს. საბოლოოდ, ესპანეთმა 2:1 მოიგო...

მოგება და სასჯელის მოლოდინი
Post

მოგება და სასჯელის მოლოდინი

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ელიტრაუნდში, თბილისის სპორტის სასახლეში ფინეთის ნაკრები 5:2 დაამარცხა და მონდიალზე მოხვედრის შანსი დაიტოვა. თუმცა… საქართველოს ნაკრებმა პირველ ტაიმში სამი უპასუხო გოლი შეაგდო: ანგარიში სიმი საიოტმა, გახსნა, მერე იყო იირო ვანჰას ავტოგოლი და ბოლოს ბინიოს გოლი. მეორე ტაიმში ფინელებმა ერთი ბურთი გაქვითეს, მაგრამ ბინიომ სხვაობა ისევ სამბურთიანი გახადა. მატჩი ბოლოს ვაბანკზე...

საქართველომ კავკასიური დერბი მოიგო
Post

საქართველომ კავკასიური დერბი მოიგო

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის ელიტრაუნდი გამარჯვებით გახსნა. ავთანდილ ასათიანის გუნდმა სპორტის სასახლეში სომხეთის ნაკრებს 2:1 მოუგო. თამაში საბოლოოდ მძიმე გამოდგა. არადა, ჩვენებს მატჩის ბედის გადაწყვეტა ბევრად მარტივად შეეძლოთ. ჩვენებმა პირველ ტაიმში ორი გოლი შეაგდეს: ჯერ ჩიმბას პასით ირაკლი თოდუამ გაიტანა, ტაიმის ბოლოს კი, ბრუნო გომესმა ბურთი მეკარისგან მკერდზე მიიღო და მეორე შეხებით კარში გადაგზავნა....

ფრე და მოგება სერბეთთან
Post

ფრე და მოგება სერბეთთან

იანვარში საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპზე ითამაშებს. კონტინენტის უმთავრესს ტურნირამდე ავთანდილ ასათიანის გუნდი მზადებას თბილისში გადის და ამხანაგურ მატჩებსაც თამაშობს. დღეს და გუშინ ჩვენები ორჯერ გაეჯიბრნენ სერბეთს, რომელიც მსოფლიო რეიტინგში მეექვსეა. პირველი შეხვედრა 1:1 მორჩა. გოლები ელისანდრომ და რაკიჩმა გაცვალეს. მეორე მატჩი უფრო დაძაბული და უხვგოლიანი გამოდგა. არადა, სანერვიულო არაფერი იყო – ელისანდროს...

სავალდებულო გასეირნება მოსკოვში
Post

სავალდებულო გასეირნება მოსკოვში

საქართველოს ფუტსალის ნაკრებს ევრო 2022-ის ფინალურ ეტაპზე თამაში განაღდებული ჰქონდა. შედეგად, ბოლო ტურში, რუსეთს მეორე შემადგენლობით ესტუმრა და 0:3 დამარცხდა. ვერ ვიტყვით რომ დიდი ბრძოლა შედგა – ავთანდილ ასათიანის გუნდი უშანსოდ დამარცხდა. უკვე მესამე წუთზე ანგარიში 2:0 იყო. დარჩენილ დროში მატჩის მიმდინარეობაში არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა, რომ მასპინძლებმა კიდევ ერთი გოლი გაიტანეს. მიუხედავად რუსეთთან მარცხისა,...

საქართველომ ევროპას გახედა
Post

საქართველომ ევროპას გახედა

ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მეოთხე შეხვედრა საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა სომხეთს სტუმრადაც მოუგო (3:2) და ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად დიდი ნაბიჯი გადადგა. მატჩი დაძაბული გამოდგა. დასაწყისი ჩვენების იყო – ავთანდილ ასათიანის გუნდი ნიკოლოზ კურტანიძისა და ბინიოს გოლებით 2:0 დაწინაურდა. ამის შემდეგ უპირატესობა სომხებმა იგდეს ხელთ და პირველ ტაიმში ერთი გოლი გაქვითეს, ხოლო მეორეს დასაწყისში ანგარიში...