ჭდე: გავი

Home გავი
ფაბიან რუისი და გავი პომიროს ჭამენ
ჩანაწერი

ფაბიან რუისი და გავი პომიროს ჭამენ

ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელ ფაბიან რუისს ერთხანს ბაზარში წასვლა არ მოუწევს. აშშ-დან შინ მსოფლიოს ჩემპიონის რანგში დაბრუნებულ ესპანელ ნახევარმცველს თანაქალაქელებმა უცნაური საჩუქარი, მისი წონა პომიდორი მიართვეს. ფაბიან რუისის ქალაქი გახლავთ ლოს პალასიოს ი ვიაფრანკა, რომელიც სევილიის პროვინციაში მდებარეობს. ქალაქში სულ 40 ათასი მოსახლეა, მაგრამ ესპანეთის ნაკრებს კარგი მოთამაშეებით ამარაგებს. ლოს პალასიოს ი ვიაფრანკადან არის მაგალითად ვეტერანი...

პომიდორი წონის შესაბამისად
ჩანაწერი

პომიდორი წონის შესაბამისად

ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელებმა ფაბიან რუისმა და გავიმ მსოფლიო ჩემპიონობის აღსანისნავად პომიდორი მიიღეს. ისინი ამერიკიდან სამშობლოში დაბრუნდნენ და საზეიმო მიღება მშობლიურ ქალაქ ლოს პალასიოს ი ვილაფრანკაში გაუმართეს. ადგილობრივი ტრადიციის თანახმად კი სპორტსმენებს დასაფაებლად მათი წონის ტოლი პომიდვრის პორცია გადასცეს. გავის 68.5 კგ. პომიდორი ერგო, ფაბიან რუისს – 84.5 კგ. აღსანიშნავია, რომ ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე გამარჯვების შემდეგ ხესუს ნავასმა 64.7 კგ პომიდორი მიიღო, რუისმა –...

რეალი გავის გვერდით
ჩანაწერი

რეალი გავის გვერდით

მადრიდის „რეალის“ მცველმა, დანიელ კარვახალმა და მადრიდელთა თავდამსხმელმა ხოსელუმ სოციალურ ქსელებში „ბარსელონას“ და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველის, გავის მხარდასაჭერად ისაუბრეს, რომელიც ევრო 2024-ის შესარჩევ მატჩში საქართველოს წინააღმდეგ (3:1) დაშავდა. ესპანელმა მუხლის ჯვარედინი იოგები, ასევე მენისკი დააზიანა და ტრავმის გამო შესაძლოა 2024 წლის ევროპის ჩემპიონატი და ოლიმპიური თამაშები გამოტოვოს. „კონკურენტები და კოლეგები, მაგრამ პირველ ყოვლისა ადამიანები. უფრო...

გავის ტრავმა
ჩანაწერი

გავის ტრავმა

ესპანური „ბარსელონა“ ფიფასგან 3-დან 4,3 მილიონამდე ევროს მიიღებს ნახევარმცველ გავის ტრავმის გამო, რომელიც ფეხბურთელმა 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის A ჯგუფის მე-10 ტურის მატჩში მიიღო ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის (3: 1). „ბარსელონას“ ფულს კლუბების დაცვის პროგრამის ფარგლებში გადაუხდიან. კომპენსაციის დარიცხვა დაიწყება მოთამაშის ტრავმიდან 28-ე დღეს და დამოკიდებული იქნება მის ფიქსირებულ ხელფასზე. ერთი მოთამაშის...

გავი ლოჩოს არ დაუმტვრევია
ჩანაწერი

გავი ლოჩოს არ დაუმტვრევია

ესპანეთის ნაკრებმა რობინ ლე ნორმანდისა და ფერან ტორესის გოლების, აგრეთვე ლუკა ლოჩოშვილის ავტოგოლის წყალობით საქართველოს ნაკრებს 3:1 მოუგო. ქართველთაგან ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა. ამ გამარჯვების შედეგად „ლა როხამ” ევრო 2024-ის A ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა, თუმცა მასპინძლების სიხარულს თან სიმწარეც ახლდა: ბარსელონელი გავი დაშავდა. „თავად ამბობს, რომ ფეხში მირტყმის გამო (ლოჩოშვილთან ორთაბრძოლაში) არ დაშავებულა, მან ნაბიჯი...

გავი – პირველი 1974 წლის შემდეგ
ჩანაწერი

გავი – პირველი 1974 წლის შემდეგ

ესპანეთის სუპერთასის ფინალში, რომელიც საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში გაიმართა, „ბარსელონამ“ მადრიდის „რეალს“ 3:1 მოუგო და პრიზს დაეუფლა. კატალონიელთა 18 წლის ნახევარმცველმა, გავიმ, ერთი ბურთი თავად შეაგდო, ორიც პარტნიორებს გაატანინა. ამისდაკვალად, გავი პირველი ფეხბურთელი გახდა 1974 წლის შემდეგ, რომელმაც „კლასიკოში“ „1+2“ შეასრულა. მანამდე ასეთი რამ 49 წლის წინათ იოჰან კრუიფს მოეხერხებინა – ამას ბარსელონას ოფიციალური ვებ-გვერდი...

სუპერთასი ბარსას ახალგაზრდობას!
ჩანაწერი

სუპერთასი ბარსას ახალგაზრდობას!

„ბარსელონას” ბევრი ფეხბურთელისთვის ეს იყო პირველი ჯილდო. ამაზე საუდის არაბეთში გამართული ესპანეთის სუპერთასის ფინალის წინ თავად მათმა მწვრთნელმა ჩავიმ ილაპარაკა — ახალგაზრდული გუნდი გვყავს და თუ მოვიგებთ ბიჭებისთვის ეს პირველი წარმატება იქნებაო. და მართლაც, თამაში რომ დაიწყო, „ბლაუგრანას” ფეხბურთელებმა მოედანზე ფოიერვერკი მოაწყვეს. მადრიდულმა გაზეთმა „მარკამ” ხაზი გაუსვა, რომ პედრის მიერ გატანილი მესამე გოლი კატალონიური გუნდის...

ბენზემა !!!
ჩანაწერი

ბენზემა !!!

პარიზში, “შატლის” თეატრში, “ფრანს ფუტბოლის” გამოკითხვით, საუკეთესო ფეხბურთელისთვის “ოქროს ბურთის” გადაცემის ცერემონია გაიმართა. წლეულს ამ პრესტიჟული ჯილდოს გამარჯვებული გასული სეზონის კონკრეტული პერიოდის (2021 წლის 31 აგვისტოდან, 2022 წლის 31 ივლისამდე) შედეგების მიხედვით გამოვლინდა. გალა-წარმოდგენაზე სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები დაასახელეს: საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი ბარსელონელი გავი გახდა, მას პრიზი ბრაზილელმა რონალდომ და ამ ნომინაციაში შარშანდელმა გამარჯვებულმა პედრიმ გადასცეს....

რუსი ტალანტის ადგილზე ცარიელი გრაფა დატოვეს…
ჩანაწერი

რუსი ტალანტის ადგილზე ცარიელი გრაფა დატოვეს…

ინგლისურმა Goal.com-მა მსოფლიოს 10 ტალანტის რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლებიც 2003 წლის 1 იანვრის შემდეგ არიან დაბადებულები. პირველ ადგილზეა ინგლისელი ჯუდ ბელინგემი, რომელიც „დორტმუნდის“ ერთერთ მთავარ ძალად იქცა. მთლიანობაში, ათეულში ვინც არიან, გულშემატკივრებისთვის ცნობილები არიან… სხვათა შორის, მე-11 ადგილზე რუსი არსენ ზახარიანი გაიყვანეს, მაგრამ ამოშალეს და ახლა იქ ცარიელი ადგილი დატოვეს. აი, სიაც: ჯუდ ბელინგემი („დორტმუნდი“) ფლორიან...

კორონა ბარსელონას მოედო
ჩანაწერი

კორონა ბარსელონას მოედო

„ბარსელონას“ სამ ფეხბურთელს, უსმან დემბელეს, სამუელ უმტიტის და ჭაბუკ გავის კორონავირუსის ტესტისას დადებითი პასუხები დაუდასტურდათ. სამივე თვითიზოლაციაში გადავიდა და როგორც კლუბის პრესსამსახური გვამცნობს, თავს კარგად გრძნობენ. შეგახსენებთ, რომ  27-28 დეკემბერს გუნდის კიდევ ოთხ ფეხბურთელს: დანი ალვეშს, კლემან ლანგლეს, ჟორდი ალბასა და ალეხანდრო ბალდეს შეეყარათ ვერაგი ვირუსი. მორიგი კალენდარული მატჩი კატალონიელებს 2 იანვარს უწევთ სტუმრად „მალიორკასთან.“...