ერთა ლიგის B საფეხურის მეორე ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან 0:1 წააგო, უკრაინამ ბუდაპეშტში უნგრეთს აჯობა 1:0. შეხვედრის ერთადერთი გოლი „ანდერლეხტის“ თავდამსხმელმა დანილო სიკანმა გაიტანა. ამ შეხვედრის მიწურულს მეორე ყვითელი ბარათის გამო მოედნიდან გააძევეს მარცხენა გარემარბი ალექსანდრ ნაზარენკო, რომელიც ორშაბათს საქართველოს ნაკრებთან ვერ ითამაშებს.
უკრაინული პორტალი sport.ua აღნიშნავს, რომ ანდრეა მალდერის გუნდს პირველივე შეხვედრაში ძლიერი მეტოქე შეხვდა, რომელიც ჯგუფში უკრაინელთა მთავარი კონკურენტია(!) და რომლის წინააღმდეგ „პუშკაშ არენაზე“ თამაში ნებისმიერ მეტოქეს გაუჭირდება.

პორტალი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ მალდერმა ბუდაპეშტში საინტერესო ტაქტიკით ითამაშა – დაცვაში 4-2-2, ხოლო შეტევაში სხვადასხვა ვარიანტი. შეხვედრის დასაწყისში უკრაინელებს წინ წასვლისთვის მაინცდამაინც არ ეცალათ, რადგან უნგრელები უტევდნენ და ერთი თუ ორი გოლი კინაღამ გაიტანეს კიდეც: ხან ძელს გაარტყეს ბურთი და ხან დაუცველ კარში ვერ შეაგდეს.
თანდათანობით უკრაინა გონს მოეგო და თავადაც შეუტია, ხოლო 42-ე წუთზე გოლი შეაგდო.
უკრაინული საიტი უნგრელი გულშემატკივრის აქტიურობასაც უსვამს ხაზს და წერს, რომ მაყურებელი თავისი გუნდით უკმაყოფილო იყო. ასეთ ვითარებაში მასპინძელთა მწვრთნელს მარკო როსის რამე უნდა ეღონა და მან მართლაც მიმართა სხვადასხვა ტაქტიკურ ხერხს, თუმცა ამაოდ. მაყურებლის მიერ მოწყობილი ობსტრუქცია კი როგორც ჩანს დაომინიკ სობოსლაისა და მის თანაგუნდელებზე უარესად მოქმედებდა, ფეხბურთელები ღელავდნენ და შეცდომას უშვებდნენ.
ასეთ ვითარებაში უკრაინელებმა ზეწოლას გაუძლეს და მომენტებიც შექმნეს. თუმცა, ბოლო წუთები ნერვიული გამოვიდა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები26/09/2026 | 09:45უკრაინამ ძლიერ მეტოქეს სტუმრად მოუგო
სიახლეები26/09/2026 | 09:04ძმები ჩარლზების ბენეფისი თბილისში
მთავარი ამბავი26/09/2026 | 07:50ჩრდილო ირლანდიელთა მწვრთნელი მსაჯობამ გააბრაზა
აქეთურ-იქითური25/09/2026 | 09:15ფაბიან რუისი: გამიხარდება ოქროს ბურთს ჩემი თანაგუნდელი თუ მოიგებს